მთავარი არხის ინფორმაციით, ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ კლასელები, უახლოესი მეგობრები და “ქართული ოცნების” პარტაქტივი ააიპებში დაასაქმა. 2 კვირის წინ, წოწერიამ განკარგულება გამოსცა, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის 14-ვე ააიპიში საშტატო ერთეულები გაიზარდა. ყველა მათგანს მინიმუმ 5 ახალი შტატი დაემატა, სადაც “ოცნების” კოორდინატორები და მხარდამჭერები დანიშნეს.
მედიის ინფორმაციით, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის დირექტორად დაინიშნა შალვა აკუმავა რომელიც მამუკა წოწერიას კლასელი და ნათელმირონია; ამავე ბოტანიკური ბაღის დაცვის უფროსად დანიშნა “ოცნების” დეპუტატის, მერაბ ქვარაიას ძმა. ოპოზიციის ინფორმაციით, ის მეტადონის პროგრამაშია ჩართული, თუმცა ბოტანიკურის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ამჟამად ეს ასე არაა.
ბოტანიკურ ბაღში, ერთ-ერთი განყოფილების უფროსად გადაიყვანეს ზუგდიდის მერის მოადგილის, მაიზერ ნანავას ცოლი, რომელიც იქამდე ბიბლიოთეკის ააიპში მუშაობდა, თუმცა სავარაუდოდ იმის გამო რომ ბოტანიკურში ხელფასი გაცილებით მაღალია, მან სამსახური შეიცვალა.
გიდად დაინიშნა “ოცნების” დეპუტატის, ირაკლი ჩიქოვანის რძალიც.
კომენტარები