“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, გიორგი ბოტკოველმა დღეს მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოინახულა და ვიზიტის შემდეგ, თქვა:
“პრეზიდენტი სააკაშვილი საკმაოდ სუსტად არის და მე პირველად არ შევდივარ და სხვა ყველა დანარჩენი შესვლიდან საკმაოდ სუსტად გამოიყურება და სამარცხვინოდ გამოიყურება ხელისუფლება. ყველაფერთან ერთად, თუმცა რა არის გასაკვირი, როდესაც ადამიანს კლავენ, შეიძლება ითქვას და მას ფიზიკურად ანადგურებენ, ყველაფერს აკეთებენ ამისთვის და ეს კიდევ ვიმეორებ, არ არის ეს მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული, ეს არის სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული ქმედება ხელისუფლების მხრიდან.
უჭირს საუბარი, უჭირს გადაადგილებაც, თუმცა მისი მოტივაცია დღეს ამ ქვეყნის გადარჩენაზე, მისი მოტივაცია დღეს უკრაინაში, უკრაინის გადარჩენაზე არის პირველი”
ცნობისთვის, გუშინ მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ცუდად გახდა და ექიმის დახმარება დასჭირდა. მედიკოსები და სპეციალისტები, ასევე, ადვოკატები და ოჯახი ამბობს, რომ მისი საზღვარგარეთ შესაბამის კლინიკაში გადაყვანაა საჭირო.
კომენტარები