კლინიკა „ჰერა“ 2001 წელს დაარსდა და ის იყო ერთ-ერთი პირველი კერძო სამშობიარო სახლი საქართველოში, რომელმაც მალე დიდი პოპულარობა და სახელი მოიხვეჭა ქვეყნის მასშტაბით. კლინიკა „ჰერა“ მუდმივად წინა ხაზზე იყო სიახლეების და თანამედროვე სამედიცინო მიდგომების დანერგვის კუთხით, მუდმივი ზრუნვა პაციენტებზე ორიენტირებული გარემოს სრულყოფისთვის კლინიკის მთავარ ღირებულებად იქცა. კლინიკა აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით, რაც საშუალებს იძლევა პაციენტებმა მიიღონ უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურეობა. ჰერას დევიზია „ მხოლოდ პაციენტის ერთგულებით“. ჰერას წარმატების ისტორიაზე, მის უპირატესობებსა და არსებულ სერვისებზე კლინიკა „ჰერა 2011“-ის გენერალურ დირექტორს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, მეან-გინეკოლოგს, ბატონ ირაკლი მაჭარაძეს ვესაუბრეთ.
– კლინიკა “ჰერა 2011” დაარსდა 2011 წელს და ძალიან მალე გახდა დომინანტი – სამშობიარო სახლებს შორის, რას უკავშირდება თქვენი კლინიკის პოპულარობა?
ირაკლი მაჭარაძე: კლინიკა „ჰერა“ დაარსდა 2001 წელს, იყო ერთ-ერთი პირველი კერძო სამშობიარო სახლი საქართველოში, რომელმაც დიდი პოპულარობა და სახელი მოიხვეჭა ქვეყნის მასშტაბით. კლინიკა „ჰერა“ მუდმივად წინა ხაზზე იყო სიახლეების და თანამედროვე სამედიცინო მიდგომების დანერგვის კუთხით, მუდმივი ზრუნვა პაციენტებზე ორიენტირებული გარემოს სრულყოფისთვის კლინიკის მთავარ ღირებულებად იქცა. 2011 წლიდან კლინიკა განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა, რკინიგზის სამშობიარო სახლთან გაერთიანებით, დაარსდა მრავალპროფილური კლინიკა „ჰერა 2011“, რომელშიც დაემატა ახალი სერვისები, გაიხსნა ახალშობილთა ინტენსიური განყოფილება NICU და ზოგადი ქირურგიული განყოფილება, კლინიკა აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით, რაც საშუალებს გვაძლევს პაციენტებს გავუწიოთ უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურეობა. ჩვენი კოლექტივის მაღალი პროფესიონალიზმი გვაძლევს საშუალებას ვემსახუროთ ყველა ასაკის პაციენტს განურჩევად სქესისა და ჩვენი დევიზია „ მხოლოდ პაციენტის ერთგულებით“.
– რამდენიმე სამშობიარო სახლია, რომელიც ყველა პარამეტრს აკმაყოფილებს და ამ ჩამონათვალშია “ჰერა“, სადაც ორსულების მართვიდან დაწყებული, ახალშობილის, მათ შორის, გართულებული პაციენტის მართვით დასრულებული ყველა ტიპის მომსახურებას უზრუნველყოფს პროფესიონალი გუნდის მეშვეობით, რამაც პაციენტების დიდი ნაკადი წარმოქმნა, თქვენი აზრით რამ განაპირობე ეს და აპირებს, თუ არა ახალ ეტაპზე გადასვლას “ჰერა“?
– კლინიკა „ჰერა 2011“-ს ახალი ეტაპი დაიწყო ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილების (NICU) გახსნით, იდეის ტრიგერი იყო სამშობიაროში პაციენტების რაოდენობის მკვეთრი მატება, ნაადრევი მშობიარების მზარდი წილი. მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალის ერთობა, კლინიკის სათანადო აღჭურვა და მზაობა.
ჩვენი მიზანი იყო: პრობლემური ახალშობილებისათვის ადგილზე დროული დახმარების გაწევა , მათთვის მეტად სტრესული ღონისძიების – ტრანსპორტირების თავიდან აცილება (იგულისხმება სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაყვანა), დედისა და ახალშობილის ერთად დაყოვნების მაქსიმალური გახანგრძლივება, NICU – ს პერსონალსა და გარემოსთან ნდობის გაზრდის მიზნით დედა, ექთნის მხარდაჭერით, მონაწილეობს ახალშობილის მოვლის პროცესში.
დღეის მდგომარეობით: კლინიკა ჰერა 2011 -ის NICU სამივე დონე სრულად აკმაყოფილებს ბრძანება N 01 –02 /N 8 12 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომელის ეხება განყოფილების ინფრასტრუქტურას, თანამედროვე აპარატურით აღჭ ურვას. ნებისმიერი კრიტიკული მდგომარეობა ( გარდა ქირურგიულისა, რომელიც პრობლემის ვერიფიცირებისთანავე გადადის სპეციალიზირებულ კლინიკაში) იმართება უახლესი პროტოკოლებით. მედ. პერსონალი ( ექიმი, ექთანი ) მუდმივად მონაწილეობს უ.ს.გ. პროგრამებში. კონსულტანტების ჩართვა, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფილია უმოკლეს დროში. კლინიკაში, გარდა აუცილებელი სამედიცინო ინტერვენციისა, ვცდილობთ დავნერგოთ მართვის ახალი მიდგომა: ახალშობილის განვითარებაზე ორიენტირებული ინდივიდუალური მოვლის პროგრამა. პრიორიტეტულია მშვიდი, ოჯახთან მიახლივებული გარეშო ( მინიმალური ხმაური, განყოფილების ინტერიერი), დღის სინათლესთან არაადაპტირებული თვალის დაცვა, შესაძლებლობისთანავე ,, კენგურუს მეთოდის“ დაწყება, რაც ხელს უწყობს მშობელი – ექიმი – ექთანი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას. ტკივილის მენეჯმენტი: რუტინული მანუპულაციის ჩატარება ,, ოთხი ხელის მეთოდით” – ორი ხელი იღებს გამოსაკვლევ ნიმუშს , ორი კი დაკავებულია ტკუვულგამაყუჩებელი, უსაფრთხო მანევრის ჩატარებით. ახალშობილი ყოველდღიური ისინჯება მისთვის კომფორტულ დროს, სიფხიზლის პერიოდში. ახალშობილის მზაობის შემთხვევაში უალტერნატივოა ძუძუთი კვება , მძიმე /დღენაკლული პაციენტების ენტერალური კვება იწყება დედის გამოწველილი რძით. დანერგილია კვების თავისუფალი რეჟიმი – კვება ბავშვის მოთხოვნის გათვალისწინებით. მშობლებს ყოველდღიურად მიეწოდა სრული ინფორმაცია ახალშობილის მდგომარეობისა და ჩატარებული კვლევიბის შესახებ.
ჩვენი მომავლის მიზანია: ხარისხის საერთაშორისო ინდიკატორებთან სრული შესაბამისობის მიღწევა
– ბატონო ირაკლი, როგორც კლინიკის ხელმძღვანელი, რა სიახლეებს დაანონსებთ ჩვენთან ინტერვიუში, როგორც მაღალი სამედიცინო ტექნელოგიების კუთხით, ასევე მენეჯმენტის თვალსაზრისით საინტერესოა თქვენი პოზიცია
– ბევრი სიახლე გვექნება ქირურგიული განყოფილების მიმართულებით. კლინიკის ქირურგიული სამსახური არის მრავალპროფილური და წარმოდგენილია მომსახურეობის ფართო სპექტრით.
წლებია დანერგილია და წარმატებით გამოიყენება მცირეინვაზიური (ლაპარასკოპიულ-ენდოსკოპიური) ოპერაციები.
ქირუგიულ განყოფილბაში ლაპარასკოპიით ტარდება ოპერაციათა 90%, მათ შორის ყველა სახის თიაქრები, კუჭ-ნაწლავისა და უროლოგიურ ორგანოთა სიმსივნეები, გინეკოლოგიური ოპერაციები.
ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ თანამედროვე, მცირეინვაზიური ტექნოლოგიების შესწავლამ და ყოველდღიურ პრაქტიკაში გამოყენებამ საშუალება მოგვცა კლინიკაში დაგვენერგა ე.წ. “პაციენტის სწრაფი გამოჯანმრთელებისა” (Fast track surgery) და “ადრეული რეაბილიტაციის” (ERAS) მულტიმოდალური პროგრამა, რომლის მიმართ ინტერესი სულ უფრო მატულობს მთელს მსოფლიოში.
ნაოპერაციები პაციენტის ადრეული რეაბილიტაციის (early rehabilitation after surgery) პროგრამა მართლაც შეიძლება ჩაითვალოს, პაციენტთა ქირურგიული მკურნალობის ევოლუციის ახალ მიმართულებად.
ისევე როგორც ევროპის ბევრ წარმატებულ ქვეყნებში, ჩვენს კლინიკაშიც, ქართულ სპეციფიკასთან ადაპტირებულმა მიდგომებმა, საშუალება მოგვცა გადაგვეხედა და უარი გვეთქვა “კლასიკურ სტანდარტად ” ქცეულ დოგმებზე.
ჩვენი მთავარი პრინციპია – პაციეტის სწრაფი გამოჯანმრთელება და ადრეული რეაბილიტაცია! მინიმალური სტრესი, განცდა, ფიზიკური ტკივილი!
პაციენტმა ვერც უნდა მოასწროს ამ ყველაფრის გააზრება, განცდა, ისე უსწრაფესად უნდა დაუბრუნდეს მისთვის ჩვეულ ბუნებრივ გარემოს, ოჯახს, სამსახურს. ეს ყველაფერი კი მხოლოდ თანამედროვე ცოდნითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილ პროფესიონალთა გუნდს შეუძლია, ოჯახურ გარემოდ ქცეული კლინიკის პირობებში და პაციენტის ერთგულებით…
– ვინაიდან პაციენტების ნაკადი დღითიდღე იზრდება და შეიძლება ითქვას რომ მომლოგინეთა რიგია, ეს პროცესი არის თუ არა პირდაპი იმის მანიშნებელი, რომ დროა “ჰერამ” კიდევ ერთი ახალი სამშობიარო სახლი გახსნას?
მე ვიტყოდი ახალი მრავალპროფილური კლინიკის გახსნა, ვიდრე მხოლოდ სამშობიარო სახლი, რამეთუ პოლიპროფილურობა იძლევა უფრო მაღალი ხარისხის მკურნალობასა და უსაფრთხოებას როგოორც მშობიარის, ასევე ახალშობილის და ასევე ნებისმიერი პროფილის პაციენტისთვის. ეს გეგმა ჩვენ გვაქვს და ვმუშაობთ მისი რეალიზაციისთვის, რაშიც ძალიან დაგვეხმარება ქვეყანაში არსებული სახელმწიფო პროგრამები (აწარმოე საქართველოში, იაფი სესხი) და ჯანდაცვისა და მკურნალობის გაზრდილი ხელმისაწვდომობა, რომელიც უზრუნველყოფილია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით
–და ბოლოს, თვლით რომ სამშობიარო სახლის პოპულარობა პირდაპირ პროპორციულია სწორ მენეჯმენტთან და სამედიცინო გუნდის პროფესიონალიზმთან?
– ჩვენი მენეჯმენტის სიძლიერე იმაშია, რომ კლინიკის ყველა დამფუძნებელი მაღალი კვალიფიკაციის ექიმია. პროფესორი სოსო ღოღობერიძე სამეანო დეპარტამენტს ხელმძღვანელობს, პროფესორი გელა მეცხვარიშვილი ახალშობილთა ფიზიოლოგიური და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტს, მიხეილ ხატიაშვილი მარკეტინგის და განვითარების დეპარტამენტს. სამწუხაროდ ჩვენი მეგობარი, კლინიკის გენერალური დირექტორი ბევრი წლის განმავლობაში, თამაზ კორძახია გარდაიცვალა, ახლა მისი მეუღლე ქალბატონი ხათუნა ჯანგველაძე კლინიკის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს.
ცალკე აღსანიშნავია ჩვენი კლინიკის უძლიერესი ექიმების გუნდი კლინიკური დირექტორის ნოდარ ზალდასტანიშვილის ხელმძღვანელობით, მეან-გინეკოლოგები თეონა ბაღათურია, თამარ გელაძე, ირინა ნანობაშვილი, სოლომონ გელოვანი და სხვა, ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი კობა რურუა, ანესთეზიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი მარიკა წერეთელი, ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილების ხელმძღვანელები მაია უჩანეიშვილი და ნათია დანელია, პედიატრიული სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ავალიანი და კიდევ ბევრის სხვა ექიმი (ყველას ვერ ჩამოვთვლით). სწორედ მათი მაღალი კვალიფიციურობა განაპირობებს კლინიკის წარმატებას და პოპულარობას არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ რეგიონში.
ნინო მახარაძე
კომენტარები