კლინიკა “ვივამედში” პატიმარმა თვითმკვლელობა სცადა. 26 წლის მამაკაცი დაზიანებებით კლინიკის პალატაში მედპერსონალმა იპოვა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ წუთებში კრიტიკულად მძიმეა. პატიმარი კორონავირუსზე მკურნალობდა, თუმცა, კლინიკის მტკიცებით, ამ კუთხით, იგი უკვე გამოჯანმრთელებული იყო.
“იყო სუიციდის მცდელობა, პაციენტი იმყოფება კრიტიკულ მდგომარეობაში ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის პარატზე. 12 საათზე გაწერეს პაციენტი, ფაქტი მოხდა 3-ის ნახევარზე” – ამბობს კლინიკის წარმომადგენელი “ტვ პირველთან”
კომენტარები