მწერალი, ალეკო შუღლაძე:
კლინიკაში ყველა ანალიზი ერთად 900 ლარი დამიფასეს. ორი ვარიანტი მქონდა: ან გული უნდა წამსვლოდა ანდა უნდა გავქცეულიყავი. კლინიკის მეტლახზე კოტრიალმა არ მომხიბლა და ამიტომ გარეთ გავვარდი და ავტობუსით დავგაზე. ჩემს გაჩერებაზე ჩამომხტარი არც ვიყავი ბოლომდე, როცა ვიღაც ქალმა შემაჩერა, გიცანით, მიყვარხართ ძალიანო. აქაც ორი ვარიანტი იყო, ან უნდა მეპასუხა, მეც მიყვარხარ-მეთქი, ანდა 900 ლარს ხომ ვერ მასესხებ-მაჩუქებდით-მეთქი და უცბად ქალმა დამასწრო:
– რასაც თქვენ წერთ, ეგ ნამდვილი ამბებია თუ მოგონილი?– არ გიყვართ არა მოგონილი ამბები? – ვკითხე მე.– არა, საერთოდ არ მიყვარს.მივხვდი, მახეს მიგებდა და ამიტომ ეგრევე ვკითხე:– თქვენი საყვარელი ნაწარმოები რომელია?– პატარა უფლისწული.– რომელი?– პატარა უფლისწული. თქვენ არ გიყვართ?– კი, ძალიან რეალისტურია.– რომელი პერსონაჟი მოგწონთ?– რომელი და მელა, – ვუპასუხე მე, – მელაკუდაა რეალიზმის სახე.– მე – უფლისწული.
პ.ს. ჰოდა, ახლა კარგად მისმინეთ, ჩემო ვერცხლებო, ჩემო პრინცესებო და უფლისწულებო, თუ კიდევ ვინმე გამაჩერებს ქუჩაში ამ კითხვით, ჩემი ამბავი მოგონილია თუ სიმართლე, იცოდეთ, რომ ჯიბეში მიდევს……სტივენ კინგის და ჯორჯ მარტინის ტელეფონის ნომრები და აუცილებლად გესვრით.
კომენტარები