მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე, ტვ პირველთან ამბობს:
პირველად ხომ იყო შემთხვევა მე–18 დაწესებულებაში გადაიყვანეს სააკაშვილი და ამას რაც მოჰყვა, მეორე შემთხვევა იყო 4 ოქტომბრის, როდესაც მოსამართლე და პროკურორები შეუვარდნენ და დღეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი შეუვარდა და იქ იყო ერთი ამბავი, სააკაშვილი გადაირია, სასწაული ამბავი მოხდა. დამხვდა საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი, მესამეჯერ მოვიდა, თავიდან თქვა, რომ სისხლის ანალიზებია საჭირო, ვუხსნიდით რომ სისხლის ანალიზებით ამას ვერ დაადგენ. მერე დაგვეთანხმა და კარგი თმის ანალიზები ავიღოთო და სააკაშვილმა უთხრა, ბოლო–ბოლო ჩამოყალიბდით რას ატარებთ, როგორ ატარებთ და მე მზადა ვარ ამ ყველაფერში მივიღო მონაწილეობაო. მე მივუბრუნდი და ვუთხარი, აგერ მაქვს დოკუმენტები, რომლითაც ირკვევა რომ საქართველოში მსგავსი კვლევები ვერ ტარდება–თქო და ამ ყველაფერმა მძიმე, დაძაბული ფონი შემქნა სააკაშვილისთვის.
კომენტარები