დღეს უწმინდესი და უნეტარესი, ბათუმში მდებარე კლინიკა “მედინაში”იმყოფებოდა, გეგმიურ გამოკვლევებზე.
ცოტამ თუ იცის მხოლოდ, რომ წინა დღეს, იგივე კლინიკაში, სამი ტყუპი დაიბადა.
ამ ინფორმაციას “სენაკის ქრონიკა” ავრცელებს:
“?ჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“ სამი ტყუპი დაიბადა. საკეისრო კვეთის შედეგად სამყაროს 2 გოგო და 1 ვაჟი მოევლინა.???
ახალშობილები ამ დროისთვის ინკუბატორში არიან მოთავსებულები და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
1 გოგონას წონა 2,500 გრ შეადგენს და 45 სმ-ია.მეორე გოგონა 1,70 გრამია და მისი სიგრძე 44 სმ შეადგენს.რაც შეეხება ჯაჟს – იგი 44 სმ-ია და 1,800 გრამს იწონის” – სენაკის ქრონიკა
ჩვენი ინფორმაციით, პატრიარქმა დალოცა კლინიკა და ყველა ადამიანი, რომელიც კლინიკაში იმყოფებოდა, მათ შორის პატარებიც.
კომენტარები