პიარტექნოლოგი, ქოუჩი, გიორგი კალატოზიშვილი, სოციალურ ქსელში აქვეყნებს “ბაუჰაუდან” გაუჩინარებული ახალგაზრდების პოვნის ფოტოს და წერს:
“არ და ვერ დავიჯერებ არც უბედურ შემთხვევას და არც თვითმკვლელობას, სანამ სათვალთვალო კამერების ჩანაწერს არ ვნახავ.
კმარა. ყელშია ამოსული ეს უაპელაციო “თავი მოიკლა” კომენტარები და შემდეგ გამოძიების მთავარი სამუშაო ვერსიაც რომ ეს ხდება!”
შეგახსენებთ, ორთავე ახალგაზრდას ცხედარი დღეს იპოვნეს, მტკვარში.
კომენტარები