უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა, მას შემდეგ, რაც დღეს რუსეთმა მორიგი მასობრივი სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინის ქალაქებზე, კიდევ ერთხელ მოუწოდა მოკავშირეებს, გაგზავნონ შორი დისტანციის რაკეტები და გამანადგურებელი თვითმფრინავები კიევში:
პოდოლიაკი:
“რუსეთი მთელი ღამე და დილა ბომბავს უკრაინის ქალაქებს. რუსეთის განზრახვა იგივეა: მასობრივი განადგურება და მკვლელობა. საკმარისია საუბარი და პოლიტიკური ყოყმანი. მხოლოდ სწრაფი გადაწყვეტილებები: შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები, გამანადგურებელი თვითმფრინავები, ოპერატიული მარაგის ლოგისტიკა უკრაინისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში გენოციდის შეჩერება შეუძლებელია”
კომენტარები