“სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემაში “ნიუსრუმი“ განაცხადა:
“ხალხი ბევრად უფრო მეტად რადიკალურია, ვიდრე ჩვენ ამ რადიკალიზაციის სივრცეებს ვხედავთ. გუშინ ამბობდნენ, რომ თვითმოქმედებით აპირებდნენ კანცელარიის პიკეტირებას. ყველგან გვეკითხებოდნენ “გეგმა რა არის, მზად ვართ ბოლომდე“. ცრუ ილუზია არ შეიქმნან კობახიძემ და ღარიბაშვილმა, რომ ხალხი დაიღლება, წავა გასარუჯად და შეინარჩუნებენ ძარცვის უფლებას. არ დავიღალოთ, კიდევ გამოქვეყნდება ახალი გეგმა და გამოვიდეთ ქუდზე კაცი. თუ ერთი ან ორი კვირით გადავდებთ გარუჯვას და დასასვენებლად წასვლას, გპირდებით, რომ გაისად ყველა ერთად ევროპაში გავირუჯებით. ორგანიზატორების ან პოლიტიკოსების დამუნათება “რატომ დააგდეს მუხტი“, გაუგებარია. გეგმა იყო, რომ დავრჩეთ და ღარიბაშვილის მოსვლას დაველოდოთო, 50-150 კაცი რომ დარჩა ღამით, დანარჩენები სად ვიყავით? 5000 ადამიანი რომ ვყოფილიყავით, ხომ მეტი დისკომფორტი შეექმნებოდათ. მხოლოდ საუბარი არ არის საკმარისი, უნდა გადავიდეთ ქმედებებზე. ჩვენ სადაც ხალხი მოგვინიშნავს ადგილს და გვეტყვის, იქ ვიქნებით“
კომენტარები