“ქართული ოცნების“ დეპუტატის, კობა კობალაძის შვილს, დავით კობალაძესა და მასთან ერთად დაკავებულ 5 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძემ მიიღო.
დაკავებულების ადვოკატები ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ალტერნატივის სახით კი 2000, 5000, 10000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ.
კომენტარები