„ნაცმოძრაობას“ უნდა, რამენაირად აცოცხლოს საკუთარი თავი და ამ სტილით ცდილობს ამის გაკეთებას, თუმცა რესურსი, როგორც ხედავთ, არანაირი არ აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ოპოზიციური პარტიების საპროტესტო ღონისძიებებზე კომენტირებისას განუცხადა.
„ადრე 200 „ნაცი“ იდგა ხოლმე ამ აქციებზე, 150 სად გაქრა, ვერ გავიგე. ეს „თავებიც“ მიანიშნებს იმაზე, რომ არავითარი კრიზისი არ არის“, – განაცხადა კობახიძემ.
კომენტარები