დეპუტატი თამარ კორძაია, ეხმაურება ირაკლი კობახიძის განცხადებებს ოპოზიციის შესახებ და ამბობს:
„ირაკლი კობახიძეს რაშიც ვერ დავემდურებით, ეს არის გულწრფელობა. სხვებისგან განსხვავებით, არ ალამაზებს მისი მმართველი პარტიის მოქმედებებს. გუშინდელი ინტერვიუდან ნათლად ჩანდა, ის რასაც მე პირადად, როგორც ერთი ადამიანი და როგორც პარლამენტის წევრი, ველოდი. მას, რომ 5%-იანი ბარიერი მოსწონს და საერთოდ ერთპარტიული მმართველობა მოსწონს, დიდი ხანია ვიცით და ბევრ რამეში, კობახიძე გულწრფელად საუბრობს. მან და მისმა ხელისუფლებამ ყველა მეთოდი გამოიყენა ოპოზიციის დევნისთვის, ანუ არ შევიდა ოპოზიცია, მანდატები არ გაუუქმეს, შევიდა ოპოზიცია და დღეს ვინც არ სჭირდებათ, იმათ უუქმებენ მანდატს. თუ ამ ძალადობის ხარისხს ვინმე ვერ გრძნობს, მაშინ ძალიან სამწუხაროა. ძალიან მარტივია იმის დანახვა, ყველა მიმართულებით როგორ ძალადობს ხელისუფლება ოპოზიციაზე. ირაკლი კობახიძეს ვეთანხმები {რომ ოპოზიცია თუ პარლამენტიდან ისევ გავა, საერთოდ არაფერი მოხდება}, მე უფრო მეტსაც ვიტყვი, ბიძინა ივანიშვილს ისეთი პირობები შეუქმნა პერსონალურად ირაკლი კობახიძემ, რომ საერთოდ პარლამენტი რომ არ იყოს ამ ქვეყანაში, ბიძინა ივანიშვილს პრობლემა არ ექნება. თუ ოპოზიცია გავა, მათ პრობლემა არ ექნებათ. კობახიძე არის ძალიან გულწრფელი. ამ ფრაზებით ის ამბობს, რომ ჩვენ ყველაფერს გამოვიყენებთ ჩვენს სასარგებლოდ. ოპოზიციამ რომც არ დაუშვას შეცდომები, გადავა დაჭერებზე“
კომენტარები