დღეს დაგეგმილ აქციას პარლამენტთან მსვლელობით შეუერთდებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. ისინი რექტორს, ჯაბა სამუშიას მოუწოდებენ, ჩამოერთვას მმართველი გუნდის დეპუტატ ლექტორებს უნივერსიტეტში ლექციების ჩატარების უფლება. სტუდენტები ამბობენ, რომ დეპუტატებს, რომლებსაც მოღალატეობრივ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს, მორალური უფლება არ აქვთ მომავალ თაობებს ასწავლონ.
“ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და მსგავსი ადამიანები, ასეთ ისტორიულ უნივერსიტეტში, სადაც ბავშვებს მართლა პატრიოტული სულისკვეთება აქვთ და უნდათ ქვეყნის განვითარება, არ უნდა უკითხავდნენ მორალს და არ უნდა ასწავლიდნენ არაფერს ამ უნივერსიტეტში”, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს მსვლელობით შეუერთდებიან სხვადასხვა სასწავლებლებიდან ახალგაზრდები. ისინი მოგვიანებით პარლამენტთან გადაინაცვლებენ.
კომენტარები