ირაკლი კობახიძე ნორმალური არ არის, მასზე მეტად კი, ხელისუფლებაში გადაწყვეტილების მიმღები, ბიძინა ივანიშვილი აფრენს. ასე შეაფასა „2020NEWS”-თან საუბრისას „გამარჯვებული საქართველოს“ ყოფილმა წევრმა გუბაზ სანიკიძემ კობახიძის მიერ გუშინდელ ბრალდებებს, რომლის მიხედვითაც ის რუსეთის „გრუს“ აგენტია:
„მოხარული ვარ, რომ ჩემს აგენტურულ სიას შეემატა კიდევ ერთი, “გრუს” აგენტის ორდენი, რაც საპატიო წოდებაა ჩემთვის. ამიტომ არ მთავრდება ჩემი აგენტურული ასპარეზი და დიდი მადლობა ბატონ კობახიძეს ამისთვის, რომელიც სავარაუდოდ, ნორმალური არ არის.
მე ვარ 4 გზის აგენტი, ყველაზე ადრე გავხდი ვატიკანის აგენტი, მერე გავხდი ირანის, შემდეგ ცეერუს და ახალა გრუს აგენტი.
კიდევ კარგი ეს სამკურნალო ირაკლი კობახიძე არ არის გადაწყვეტილებების მიმღები ხელისუფლებაში, მაგრამ ვინც გადაწყვეტილებებს იღებს, კობახიძეზე უარესად აქვს გაფრენილი, ბიძინასთან გაფრენაში კობახიძე ვერ მივა.
გუშინ გამოვედი და „ქართული ოცნების ბელადს ვუსურვე ბროწეულის ოყნები, ახლა ეს საქოცეთი-საქათმეთი აკრიახებულია და არ იციან, რა ქნან. რაღაც ხომ უნდა დამაბრალონ, არა?! და მაბრალებენ ამას. კარგია, მართლა კარგია, ოთხგზის აგენტი ვარ, ოღონდ ერთმანეთის გამომრიცხავი ძალების წარმომადგენელი ვარ, მოხარული ვიქნები თუ “მოსადის” აგენტადაც გამომაცხადებენ.”
შეგახსენებთ, გუშინ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, ოპოზიციონერები ირაკლი ოქრუაშვილი, ნინო ბურჯანაძე, გუბაზ სანიკიძე, შალვა ნათელაშვილი და სხვები, რუსული „გრუს“ აგენტობაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ოპოზიციას აწყობს საქართველოში დესტაბილიზაცია, რითაც გამოეხმაურა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის საქმეს.
კომენტარები