,,ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი, ლევან გოგიჩაიშვილი:
ირაკლი კობახიძე ცრუობს, რადგან ნინო ლომჯარიას ,,ოცნების” ბევრი დეპუტატი ლობირებდა, ზუსტად კობახიძე დარბოდა ივანიშვილთან და ურეკავდა, ვერ გადის და ვარდება ეს კანდიდატურაო. იქნებ, რამეში დამეხმაროო. მაშინ მოხდა ზუსტად ივანიშვილის ჩარევა.
ჩემთან მოხდა პირადად დარეკვა, ივანიშვილს არ დაურეკავს, სხვამ დამირეკა. მითხრეს მისი დანაბარები, მე მინდა ეს ადამიანი და მხარს თუ არ უჭერ, ხელი არ შემიშალოო.
წყარო – ტვ პირველი
ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სახალხო დამცველის შერჩევის პროცესზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პარტიას 2017 წელს „გარემოებებმა“ უბიძგა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ომბუდსმენი“, ნინო ლომჯარია აერჩია. მან პირობა დადო, რომ ამჯერად იგივე აღარ განმეორდება. ლომჯარიას ვადა სახალხო დამცველის პოსტზე 9 დეკემბერს ეწურება. ამჟამად, ახალი კანდიდატების შერჩევის პროცესი მიმდინარეობს.
კომენტარები