პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, პალიტრანიუსთან, ამბობს:
“ბოლო ერთი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რა უკრაინაში ომი დაიწყო, ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლის მხრიდან არაერთი განცხადება მოგვისმენია, რომელიც პირდაპირ, ან ირიბად ანტიდასავლურ ხასიათს ატარებდა. გარდა ამისა, ხელისუფლების ორბიტაზე მყოფნიც დაახლოებით იგივე ხაზს ატარებდნენ, რაც საბოლოო ჯამში, თავისუფლად შეიძლება იქნას პრორუსულად ინტერპრეტირებული.
სხვადასხვა პოლიტიკური ძალები გაჩნდა ამ 1 წლის განმავლობაში, რომლებიც იგივე პოლიტიკას უფრო აგრესიულად ატარებდნენ, ბოლოს ხელისუფლება იქამდეც მივიდა, რომ სპეციალური ჯგუფიც გამოჰყო თავისი შემადგენლობიდან დეპუტატების, რომლებიც პირდაპირ რომ ვთქვათ, სისტემურ შეტევას ახორციელებენ აშშ–ის საელჩოზე, ანუ აშშ–ზე. ეს უკვე დღეს სამწუხაროდ არავის უკვირს.
კითხვის ნიშნები ბევრი ჩნდება – კონსტიტუციის დარღვევის ზღვარზე მოქმედებენ ეს ადამიანები, იმიტომ რომ ჩვენი განვითარების ვექტორი განსაზღვრულია, საქართველოს კონსტიტუციით, სადაც წერია, რომ ხელისუფლება ყველაფერს უნდა აკეთებდეს, ზუსტად იმის საპირისპირო მიმართულებით, რასაც ისინი ქადაგებდნენ ხშირ შემთხვევაში.
ჩვენ მოგვისმენია ირაკლი კობახიძისგანაც ბევრი შემაშფოთებელი განცხადება, ეს ყურადღების მისაქცევია, ის არ არის უბრალო პოლიტიკოსი, ის არის მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ანუ, ის პირდაპირ იღებს მონაწილეობას ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებაში, მაგრამ ის რაც დღეს მოვისმინეთ მისი მხრიდან, ყველა ზღვარს სცდება და შესაძლებელია, ინტერპეტირებულიც იყოს, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული. მან დღეს განაცხადა, ანალოგია მოიყვანა, როდესაც ჩვენ ფასეულობითი კუთხით ვაფასებთ, როგორ ესვრიან რუსები უკრაინელებს, ეს შეიძლება განვიხილოთ, როგორც ანალოგია იმისა, ქართველები რომ ესროდნენ აფხაზებს და ოსებსო. წარმოუდგენელი განცხადებაა, პირდაპირ გეტყვით, სრულად თავდაყირაა დაყენებული, როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური, ასევე მორალური ასპექტები და ამ ორ რაღაცას შორის, თუნდა ზედაპირული ანალოგიის დანახვა ყოვლად წარმოუდგენელია, რუსებიც კი არ წასულან ესე შორს. რუსეთი არ განიხილავს უკრაინას საკუთარ ნაწილად, არც ამბობს, რომ ტერიტორიის მთლიანობის აღდგენისთვის იბრძვის უკრაინაში, ის ამბობს, რომ რაღაცა აბსტრაქტული რუსული სამყაროს ნაწილია და რაღაც პოლიტიკას ატარებენ.
კობახიძე უფრო შორს წავიდა, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენი კონსტიტუციით ოსეთი და აფხაზეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი, ამ პრიზმაში უნდა განვიხილოთ საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი ქმედება, მით უმეტეს რომ ყველა საერთაშორისო დოკუმენტში გვიწერია, რომ ისინი არიან ოკუპირებულნი რუსეთის მხრიდან, შესაბამისად, ნებისმიერი ქმედება საქართველოს მხრიდან ამ ტერიტორიებზე, როგორც მშვიდობიანი, ისე ძალისმიერი უნდა იყოს ზუსტად ამ პრიზმაში განხილული, რასაც ქვია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ბუნებრივია, მე არავის არაფერს მოვუწოდებ, უბრალოდ ასეთია სამართლებრივი სტატუსი. მაშინ, როცა უკრაინაში რუსები შეიჭრნენ სხვა ქვეყანაში და უკრაინა იბრძვის ზუსტად იმისთვის, რისთვისაც საქართველო, საკუთარი ტერიტორიების დაცვისა და აღდგენისთვის.
მეტი მავნებლობა რაა შეუძლია გაუკეთოს პოლიტიკოსმა ქვეყანას, რასაც აკეთებს ირაკლი კობახიძე. ერთხელ ვთქვი ფიგურალურად, რუსულ პროპაგანდასაც კი არ დაესიზმრება ისეთ რაღაცას ამბობენ, საქართველოს ხელისუფლებაში – ეს არის ზუსტად ამის აშკარა ნიმუში, რუსებსაც კი, აზრადაც არ მოსვლიათ, საკუთარი ინტერესის ისე მაჟორულად გატარება, როგორც ეს კობახიძემ გააკეთა. რუსზე მეტი რუსი გამოდგა ამ შემთხვევაში, საქართველოს მმართველი პარტიის თავმჯდომარე. მე არ ვიცი, სადამდე შეიძლება ეს ისტორია მივიდეს.”
კომენტარები