გენერალი დევო ჭანკოტაძე დღეს კობახიძის მხრიდან, მისი მისამართით წამოყენებულ ბრალდებებს გამოეხმაურა და თქვა, რომ პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე “პროვოკაციის აგორებას” აპირებს
ირაკლი კობახიძე სუს-ში თავის ფეხით მივიდა და ის იქ არავის დაუბარებია. მინდა ვურჩიო კობახიძეს, სჯობია ჩვენება მისცეს რომ მთელ საქართველოშ დაახლოებით 80 ათასი ხმა არის ბათილად ცნობილი, ამაზე გააკეთოს ახსნა-განმარტება, მე არჩევნების წინ გამოვედი და ვთქვი, რომ ეს სია არის არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, რომლებსაც გავლილი აქვთ რეგისტრაცია ცესკოში, იყვნენ განაწილებული სხვადსხვა უბნებზე, იყვნენ არჩევნებზე და არც ერთი ფაქტი კობახიძეს არ აქვს, რომ ვითომ რაღაც ძალადობაში იყვნენ ჩართულები – ამბობს დევი ჭანკოტაძე.
ირაკლი კობახიძე დღეს სუს-ში იყო დაბარებული და იმ სიის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც ქვეყანაში “გადატრიალებას” გეგმავდა.
კობახიძე ამბობს, რომ ამ გეგმის ლიდერები მიხეილ სააკაშვილი, დევი ჭანკოტაძე და დიმიტრი შაშკინი არიან.
კომენტარები