“ტვ პირველის” ინფორმაციით, მოიპოვეს მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ სუს-ის თანამშრომლები ყველას უსმენენ, მათ შორის ლიდერებს, დეპუტატებს, პარლამენტარებს.
მედია აქვეყნებს სტენოგრამას, სადაც, მათი მტკიცებით, კახი კახიშვილი, 2020 წელს სხვადასხვა პირებთან საუბრებში, ამბობს:
იცი როგორ მოიქცნენ? ძაღლს რომ ძვალს მიუგდებ, ისე გამოვიდა რა, ტიპმა, მდინარაძემ 4 დღის წინ რომ მოიწერა საერთო ჩათში კომიტეტის წევრობაზე დაგირეკავთ ადმინისტრაცია და უთხარით, რომელი კომიტეტი გინდათო, გამოვშტერდი, თავიდანვე ვიცოდი რომ კომიტეტის თავმჯდომარე უნდა ვყოფილიყავი. ამის შემდეგ 3 დღე ვურეკავ კობახიძეს და მდინარაძეს და არც ერთმა არ მიპასუხა. გუშინ ღამე დამირეკა კობახიძე, ხვალ 12 საათზეა შეხვედრა, 11-ზე მოდი და გავიაროთო., სად ხედავ შენ თავსო. იურიდიული გასაგებია-მეთქი, ანრი ოხანაშვილი გინდათ, თქვენიანია და თავდაცვასა და უშიშროებაში რა ხდება-თქო. იქო, ბერაია გვყავსო. ბერაია რა პონტში გყავთ-თქოი? ბერაიას უნდოდაო. მაშინ შესთავაზეთ ბერაიას ის, რასაც მე მთავაზობთ და დამნიშნეთ მის ადგილზე-თქო და არაო, არ გამოვა ბერაიასთანო. ბერაია სადაცაა, იქ უნდა იყოსო. სხვა შემოთავაზება არ არის-თქო და არა, ერთი ეს საპროცედუროაო და მეთქი, არ მინდა, ვიქნები უბრალო დეპუტატი-თქო. ისე გამოდის, არ მენდობიან და არ ვუნდივარ. 80 პროცენტი გადაწყვეტილი მაქვს, რომ პირველ სხდომაზე არ მოვიდე, მაგრამ მერე ბიძინას არ უთხრან, შეეშინდა იმ სირცხვილის “კორიდორის” და იმიტომ არ მოვიდაო.
…
4 თვის განმავლობაში არავის დაურეკავს, არც კობახიძეს, არც მდინარაძეს, 4 თვის მანძილზე კობახიძე ორჯერ ვნახე, არავის უკითხავს, გჭირდება რამე, რამით ხომ არ დაგეხმაროთო. 31-შიც კი არ დაურეკავთ. ბოლოს 7 რიცხვში დამირეკა კობახიძემ, რამე ხომ არ გჭირდებაო, ვუპასუხე, თუ ჩემი ძმა ხარ-თქო, 4 თვე არ მკითხულბდი და თავი დამანებე-თქო, ამაზე სულ აიჭრნენ, ეს როგორ უთხრაო.
…
მერე შეიკვრებიან ნაცებთან ერთად, ერთ-ორ ცუდს გეტყვიან და მოშორებული ხარ…
…
ეს იყო პირველი არჩევნები, სადაც ქართულ ოცნებას თბილისის შტაბის უფროსი არ ჰყავდა და კობახიძე იყო ცენტრალური შტაბის უფროსი, როცა ვკითხე, თბილისის შტაბის უფროსი ვინ იქნებოდა, მე შევითავსებო და როგორ უნდა შეეთავსებინა მაგას, მილიონობით დავალება ჰქონდა ისედაც და რაღაცაზე რომ ურეკავდნენ 5 დღის მერე პასუხობდა.
…
გეფიცები, ერთი მხარდამჭერი და ვინც შემაჯამებელ შეხვედრაზე მოვიდა თალაკვაძე იყო, კაციშვილი შემაჯამებელ შეხვედრაზე არ გამოჩენილა.
…
გუშინ დამირეკეს პარტიიდან, მაჟორიტარები მიდიან რუსთავი2-ზე და ხომ არ წახვალო და ვუთხარი, რა გინდათ, წავიდე და ყველაფერი მოვყვე რაც იყო, თუ როგორ გავაკეთოი-თქო და არა, არაო, მაშინ არ წახვიდეო.
კომენტარები