საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, მერაბ ტურავას სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძის მიერ 2025 წლის 17 აპრილს გამოცემული განკარგულებაში აღნიშნული.
„მერაბ ტურავას დაენიშნოს/გაუგრძელდეს სახელმწიფო დაცვა, შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე, საჭიროების გასვლამდე, 2026 წლის პირველ აპრილამდე პერიოდში სახელმწიფო დაცვის მინიმალური სტანდარტების შესაბამისად.“- ნათქვამია განკარგულებაში.
მერაბ ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე იყო 2020 – 2025 წლებში. 2025 წლის 16 აპრილიდან ამ თანამდებობას რევაზ ნადარაია იკავებს.
კომენტარები