პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძის თქმით, თუ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ დანიშნავს პირველ სხდომას, პარლამენტი ცესკოს მიერ ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან მეათე დღეს, 25 ნოემბერს შეიკრიბება.
“რაც შეეხება პარლამენტის პირველ შეკრებას, როგორც მოგეხსენებათ, ვადები არის დადგენილი საქართველოს კონსტიტუციით.
ჩვენ ვვარაუდობთ, რომ საქართველოს ჯერ კიდევ ფორმალური პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ დაარღვევს საქართველოს კონსტიტუციას, არ დანიშნავს პარლამენტის პირველ სხდომას, ამ შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტი ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მეათე დღეს, ანუ 25 ნოემბერს შეიკრიბება, ეს არის რასაც ადგენს საქართველოს კონსტიტუცია”- თქვა კობახიძემ.
კომენტარები