დავით ბერძენიშვილი, ირაკლი კობახიძეს პასუხობს და ამბობს:
“ეს ის ხალხია, რომელიც “ვინც მოვიდა გაუმარჯოს” კატეგორიიდან არის. “ქართული ოცნების” ოპოზიციაში ყოფნის დროს არ ყოფილან ოპოზიციაში, არც ერთი ხელისუფლების მიმართ არ ყოფილან პროტესტანტები, არც 7 ნოემბერს და არც 2009 -ში ყოფილან მიტინგების დროს. ეს არის გახელისუფლებულ “ქართულ ოცნებაში” ბიძინა ივანიშვილის მიერ ვეზირებად დანიშნული ადამიანები, რომლებიც უკადრებელს კადრულობენ. როცა არ გაქვს საკუთარი პრინციპები, წონა, ტრადიცია, რასაც დაგავალებენ იმას იტყვი. კომუნისტებიდან მოყოლებული ყველა ხელისუფლება ებრძოდა “რესპუბლიკურ პარტიასაც” და ძმებ ბერძენიშვილებსაც, რომელმა იხეირა? ჩვენ არ დავმარცხებულვართ არც ერთ ხელისუფლებასთან, ჩვენზე არ გაუმარჯვია არც ერთ ხელისუფლებას და მითუმეტეს, ახლა კობახიძისნაირი „მეჩაიე, ერთჯერადი დეპუტატები“ ვერ დაგვამარცხებენ”.
კომენტარები