ჟურნალისტი, ნენე დალაქიშვილი:
“სპორტსმენ დეპუტატ-ჩინოვნიკებს ჩვენგან მოღალატის დაძახება ხომ სწყინთ, მაგრამ ყველაზე მეტად რამაც გაამწარათ, “სპორტული ოჯახი” აგურ-აგურ თავზე ჩამოემსხვრათ.
აბა წარმოიდგინეთ, კობიაშვილს სად მე რომ დავუძახებ მოღალატეს და სად, შოთა არველაძე რომ დაწერს, მხოლოდ ევროპაა ჩვენი გზაო.
კიდევ უფრო მეტად, ამიტომაც გადაირივნენ, რომ ქართველი სპორტსმენების უმეტესობამ ღიად და შიშის გარეშე, ხმამაღლა დაიძახა :
ევროპა !
სიტუაცია ყველა სფეროში გადამტყდარია, ყველა პატრიოტი ადამიანი მიხვდა, რომ ბიძინასი აღარ უნდა გვეშინოდეს.
ყველა პატიოსანი მოქალაქე, განურჩევლად მათი პროფესიისა და სამუშაო ადგილისა, ამ ქვეყანაში რუსეთის გაფორმება არ მოხდება.
რუსი ბიძინა მარტივად არ დათმობს, კუდის მწარედ მოქნევას დააპირებს და ფრთხილად უნდა ვიყოთ.
ფრთხილად, მაგრამ მტკიცედ და აღარ შეგვეშინდეს !”
კომენტარები