ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი:
“იმუნიტეტის შეძენა კოვიდის გადატანის შემდეგ შესაძლებელია, ნუ ომიკრონის გადატანის შემდეგ ძალიან სუსტის, ისე კი ვაქცინაციით სჯობს იმუნიტეტის ჩამოყალიბება რამეთუ არ ღირს გარისკვა კოვიდი გადაიტანო რომ იმუნიტეტი ჩამოიყალიბო…აი კიდევ ერთი მაგალითიც რატომ არ ღირს
კოგნიტური უნარები (ფუნქციები) მოიცავს აღქმას, ყურადღებას, მეხსიერებას, სწავლას, გადაწყვეტილებების მიღებას და ენობრივ შესაძლებლობებს.
იტალიელი მეცნიერების მიერ ახალხან გამოქვეყნებული კვლევის შედეგებმა აჩვენა რომ
პაციენტები, რომლებიც გამოჯანმრთელდებიან COVID-19-ისგან, რჩებათ ურთიერთდაკავშირებულ კოგნიტური ანომალიები საავადმყოფოდან გაწერიდან 2 თვის შემდეგ – ზოგიერთი „დარღვევა“ კი გრძელდება 10 თვის შემდეგაც. ეს ამ კველვაში ელექტორენცეფალოგრაფიისა (EEG) და მაგნიტურ რეზონანსური ტომოგრაფიის გამოყენებით დადგინდა.
ეს კვლევა იმით არის მნიშვნელვანი რომ დღემდე რამდენიმე კვლევას ჰქონდა შესწავლილი კოგნიტური ჩართულობა სტრუქტურირებული ნეიროფსიქოლოგიური შეფასებებით, უმეტესობა ხანმოკლე დაკვირვების შედეგად და მოიცავდა მხოლოდ რამდენიმე პაციენტს. წინა კვლევებში ასევე არ გამოუყენებიათ EEG ანალიზი ინფექციის მოხსნის შემდეგ.
იტალიელი მკვლევარები წერენ, რომ ხანგრძლივი დაკვირვებით და სტრუქტურირებული ნეიროფსიქოლოგიური და EEG შეფასებებით მათ მიზნად დაისახეს გრძივი კოგნიტური და თანმხლები EEG მახასიათებლების შესწავლა COVID-დან გადარჩენილებში საავადმყოფოდან გაწერიდან 10 თვემდე.
მაშ ასე მკვლევარებმა შეაფასეს ზრდასრული პაციენტები, რომლებიც შეიყვანეს ED-ში COVID დიაგნოზით. მათ, ვინც შეატყობინეს შემდგომ კოგნიტურ ჩივილებს, გაიარეს ნეიროფსიქოლოგიური შეფასება და 19-არხიანი EEG საავადმყოფოდან გაწერიდან 2 და 10 თვის განმავლობაში (საწყისი, n = 49; შემდგომი დაკვირვება, n = 33). საწყის ეტაპზე, 36 პაციენტს ასევე ჩაუტარდა ტვინის MRI. პაციენტები შეადარეს ჯანსაღი შესატყვის კონტროლს.
გამოცდილმა ნეიროფსიქოლოგებმა, გაანალიზეს ბრმად (როცა არ იციან ვის ისტორიას სწავლობენ) EEG და MRI შედეგები და ჩაატარეს ნეიროფსიქოლოგიური შეფასებები. ტესტების სერია რომელიც იკვლევდა ძირითად კოგნიტურ დომენებს (გლობალური შემეცნება, აღმასრულებელი ფუნქციები, მეხსიერება, ვიზუალური სივრცითი ფუნქციები, ენა) განხორციელდა პაციენტებისთვის და ჯანსაღი კონტროლისთვის. ყოველი დროის მომენტში, კოგნიტური უკმარისობის არსებობა განისაზღვრა ნორმატიულ მნიშვნელობებზე დაბალი ეფექტურობით
COVID-ის დაინფიცირების შემდეგ, ინდივიდები ასევე განიცდიან “მუდმივი ფსიქიატრიული დარღვევების ფართო სპექტრს”, მათ შორის დეპრესიას, პოსტტრავმული სტრესული აშლილობის (PTSD) და შფოთვას. შესაბამისად ამ კვლევაში ასევე შეფასდა ნეიროფსიქიატრიული სიმპტომების არსებობა, რომელიც მიუთითებს დეპრესიაზე ან PTSD-ზე. ისინი განისაზღვრა პაციენტების თვითშეტყობინებებიდან და არასტრუქტურირებული ინტერვიუებიდან.
კვლევის შედეგებმა აჩვენა რომ პაციენტების 53%-ს ჰქონდა დარღვევები სულ მცირე ერთ კოგნიტურ დომენში COVID-19-ის მოხსნიდან 2 თვის შემდეგ. ძირითადად აღმასრულებელ ფუნქციებში (აღმასრულებელი ფუნქციები – წარმოადგენს კოგნიტური პროცესების წყებას, რომელიც პასუხისმგებელია ისეთ პროცესებზე როგორიცაა დაგეგმვა, კონტროლი, ორგანიზება, სოციალური ქცევა სხვადასხვა ქცევითი სტრატეგიის განხორციელება შინაგანი და გარეგანი სტიმულების საპასუხოდ)
გარდა ამისა, პაციენტების 16%, 6% და 6%-ს აღენიშნებოდა სუფთა აღმასრულებელი, მეხსიერების და ვიზუალურ-სივრცითი დაქვეითება, შესაბამისად.
შემდგომი დაკვირვების დროს, 10 თვის შემდეგ დაფიქსირდა მეხსიერების და აღმასრულებელი ფუნქიების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მთელ ჯგუფში; მიუხედავად ამისა პაციენტების 36%-მა აჩვენა დაქვეითება მინიმუმ ერთ კოგნიტურ დომენში . კერძოდ, პაციენტების 3%, 6% და 6% აჩვენებდნენ წმინდა აღმასრულებელი, მეხსიერების და ვიზუალურ-სივრცითი დაქვეითებას, შესაბამისად, და სუბიექტების 21% აჩვენებდა მულტიდომენის დარღვევას (18% მოიცავს, მათ შორის, აღმასრულებელ დომენს). . უფრო მეტიც, პაციენტების 33%-ს კვლავ აღენიშნებოდა ფსიქოპათოლოგიური სიმპტომები (6% დეპრესიული, 18% PTSD, 9% ორივე)
მიუხედავად იმისა, რომ დროთა განმავლობაში დაფიქსირდა კოგნიტური უკმარისობის და დელტა ზოლის EEG კავშირის შემცირება, ფსიქოპათოლოგიური სიმპტომები შენარჩუნდა. კერძოდ, პაციენტებს, რომლებსაც ჰქონდათ მწვავე დისგეუზია/ჰიპოსმია (გემოს და ყნოსვის დაკარგვა), აჩვენეს უფრო დაბალი გაუმჯობესება მეხსიერების ტესტებში იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებსაც არ ჰქონდათ ეს სიმპტომები.
ასე რომ….”
კომენტარები