საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში მოქმედი კომენდანტის საათი შემსუბუქდა. კერძოდ ის 21:00 საათის ნაცვლად 23:00 საათზე დაიწყება.
“ეპიდემიოლოგიური ტენდენციის დეტალური ანალიზის საფუძველზე საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება შეზღუდვის შემსუბუქების შესახებ. კერძოდ, დღეიდან, გადაადგილებაზე შეზღუდვა იმოქმედებს 23:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში”, – თქვა მთავრობის წარმომადგენელმა.
მთავრობა აცხადებს, რომ შემსუბუქებასთან ერთად გამკაცრდება რეგულაციის აღსრულებაზე კონტროლი, რაც იმას ნიშნავს, რომ შეზღუდვა ზუსტად 23:00 საათზე ამოქმედდება.
ძალაში რჩება ამ დრომდე გაცემული საშვები.
კომენტარები