“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, შუაგულ თბილისში, კომენდანტისა და მკაცრი შეზღუდვის პერიოდში შუახნის ქალის მკვლელობას ეხმაურება.
“კომენდანტის საათია
ეს ხელს არ უშლით ღრეობის მოწყობაში შსს-ს თანამშრომლებს. არც იმაში, რომ გავიდნენ აივანზე და ცეცხლსასროლი იარაღიდან ჯერი გაუშვან.
და მერე რა ხდება?
როგორც იმ შორ და ბნელ 90-იანებში, ბრმა ტყვია კლავს მოპირდაპირედ, მერვე სართულზე მცხოვრებ უდანაშაულო ქალბატონს, რომელიც შინ, მშვიდად ტელევიზორს უყურებს. კლავს მოხუცი დედის თვალწინ.
ეს ხდება 2020 წელს, ვაჟა ფშაველას გამზირზე”
სავარაუდოდ, სამართალდამცავთა თავშეყრა და ქეიფი გახდა ტრაგედიის მიზეზი, რომელიც ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოხდა:
დაღუპული ქალი მომღერლის, თიკა მახალდიანის დედა, თამუნა ანთელავაა. ბრმა ტყვიამ ფანჯრის მინა ჩაამსხვრია და ქალს თავში მოხვდა. ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა. ქალი მე-8 სართულზე ცხოვრობდა.
წინასწარი ინფორმაციით, ტრაგედიის მიზეზი პოლიციელთა თავშეყრა და ქეიფია, რის შემდეგაც მოპირდაპირე კორპუსში მცხოვრებმა, სავარაუდად, ნასვამმა პოლიციელმა აივანზე რამდენჯერმე ჰაერში გაისროლა.
კომენტარები