ხელისუფლება იქცევა უპასუხისმგებლოდ, როდესაც უარს ამბობს ხმების გადათვლაზე. ამის შესახებ პოლიტოლოგმა გიგა ხუხაშვილმა „2020NEWS“-თან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ხელისუფლება თავისივე მამაძაღლობის მძევალი გახდა.
„ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ. უპასუხისმგებლოა ხელისუფლების პოსტსაარჩევნო ტაქტიკა.
ერთის მხრივ, ისინი აცხადებენ, რომ ყველაფერი წესრიგშია და არაფერი პრობლემა არ არის. მეორეს მხრივ, უარს ამბობენ ცალსახა კითხვებზე პასუხების გაცემაზე. თუ დაწმუნებულები არიან, რომ ყველაფერი წესრიგშია, რატომ არ უნდათ, გადათვალონ ოლქები? აქ ხელისუფლება შედის წინააღმდეგობაში თავისსავე ლოგიკასთან. აქედან დასკვნა, რომ ხელისუფლება რაღაცას აშკარად მალავს. რა უნდა უქნა იმას, როდესაც ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ერთი ადამიანი ყრის რამდენიმე ბიულეტენს? ან რა უნდა უქნა იმ ფაქტს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს შესწორების ოქმს ხელი არ მოუწერია და მათი ხელმოწერები გაყალბებულია? ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. ერთი კომისიის წევრიც რომ დაიჭირონ, დანარჩენები ყველაფერს მოყვებიან, რა მოხდა და როგორ მოხდა. დღეს ხელისუფლება თავისივე მამაძაღლობის მძევალი გახდა.
ხელისუფლება ჩიხშია, ვეღარ ხედავ გამოსავალს და ცდილობს ისევ ძალით გადატეხოს სიტუაცია. თუმცა, ასეც რომ გააკეთოს, მისი ლეგიტიმაცია შერყეულია, რაც დასასრულის მომასწავებელია.”
კომენტარები