ანა ჭეიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
26 ოქტომბრის დილას როცა ის საარჩევნო უბანი გაიხსნა,სადაც დამკვირვებელი ვიყავი, ნამდვილად, ვერ ვიფიქრებდი ისე დასრულდებოდა, როგორც დასრულდა, 27 ოქტომბრის დილას, როცა მოღალატეების და გამყიდველების ძახილით დავტოვე იქაურობა. ამით კი არ ვამაყობ, უბრალოდ, ამით იმის აღწერას ვცდილობ, როგორი საარჩევნო გარემო დაგვხვდა ქუთაისის საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლებს.
ფაქტები?? მტრული გარემო უბნებზე. კომისიის წევრები პირადად, მე, არ მაძლევდნენ უფლებას გადამეღო რა ხდებოდა საარჩევნო უბანზე, ვგულისხმობ იმას რისი უფლებაც მქონდა. პირველ უბანზე კომისიის თავმჯდომარე დამემუქრა, თუ კიდევ ამოვიღებდი ტელეფონს ჯიბიდან, უბნიდან გამაგდებდა. ეს ხდებოდა სხვა უბნებზეც. მაგალითად, მეორე უბანზე, კომისიის თავმჯდომარემ არ გადამაღებინა, ჩანაწერთა წიგნში შეტანილი გადასატანი ყუთის ლუქის ნომრები,რისი უფლებაც არ ჰქონდათ. ასევე, არ მომცა უფლება, გადამეღო სადავო ბათილი ბიულეტენები, უკვე ხელით გადათვლის დროს. იმ ბიულეტენებზეა ლაპარაკი რომელიც ბათილი იყო, მაგრამ უნდოდათ ნამდვილად გაესაღებინათ ქოცების სასარგებლოდ და რო არა, რამდენიმე დამკვირვებლის კატეგორიული წინააღმდეგობა, ასეც იზამდნენ. ისედაც, მოგებულ უბანზე, რამდენიმე ბიულეტენისთვის ხმის ჩახლეჩამდე გვაყვირებდნენ. როგორც ვახსენებდით, საჩივრის დაწერას, მაშინვე წამოგესეოდნენ და გეძახდნენ, ნაცს, მტერს და ა.შ.
?კომისიის წევრები. ეს არი ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფება, სადაც არ არსებობს განსხვავებული აზრი. ყველა თანხმდებოდა იმაში, რომ “ქართულ ოცნებას” უნდა გაემარჯვა. კომისიის ყველა წევრი ქოცია, კომისიის ის წევრებიც ქოცები არიან, ვინც ნაცია, გახარიაა, გვარამია თუ ლელოა. ყველაზე კარგად ეს გამოჩნდა, ხმების გადათვლის პროცესში. როცა ცალსახად, ბათილი ბიულეტენები მაგალითად, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს, უნდოდა ნამდვილად ჩაეთვალა ოღონდ ქოცების სასარგებლოდ და ასე იქცეოდა უკლებლივ ყველა. ერთ უბანზე კომისიის თავმჯდომარემ ასეთი რაღაც მითხრა: “აქ ჩვენ ვწყვეტთ ყველაფერს, თქვენ არაფრის უფლება არ გაქვთო, ასე რო წიკვინს შეეშვითსანამ არ გაგაძევეთო”.
კომისიის წევრები არიან იმ უბნელები, სადაც საარჩევნო უბანია გახსნილი. ყველა უკლებლივ. ერთადერთი, ერთ უბანზე ერთი გორელი კაცი ყავდათ კომისიაში. გორიდაანა ვაარო იძახდა. ან რაში დაჭირდათ გორიდან კაცის ჩამოყვანა, ეგ ცალკე სალაპარაკოა.
კომისიის წევრებს განსაკუთრებით ეზიზღებათ, საია-ს, გამჭვირვალობის, სამართლიანი არჩევნების და ა.შ. დამკვირვებლები. როცა დარღვევას აღმოვაჩენდით, ხო, აბა, თქვენ რას იზამდით ახლა. ჩაიბურტყუნებდნენ. თითქმის ყველაფერზე გვხვდებოდა წინააღმდეგობა. უბნებს ყავდათ მაყურებლები, ქოცი დამკვირვებლების სახით, ქალებიც, კაცებიც. როგორ საკუთარ სახლში ისე გრძნობდნენ თავს უბანზე. ერთი სიტყვით, ქურდებად ისხდნენ. განსაკუთრებულად მომთხოვნი იყო, ერთი ქალი, რომელიც ცნობილი ფეხბურთელის ნათესავია, ბათილი ბიულეტენები ჩათვალეთო ჯერ ქოცების სასარგებლოდ და ბოლოს, ბიულეტენები რომლებიც გაქრა, საერთოდ, არც შესულა მთვლელში, იმათი ოცნების ბალანსზე დაჯენასაც ითხოვდა. “მიათვალე, მიათვალე” – ასე მიმართავდა კომისიის თავმჯდომარეს.?მარკირების ხსნარი, ლაზერი არ მუშაობდა. ფარსი. ტყუილი. მაგალითად, ერთ უბანზე დავაფიქსირე, როგორ სცადა, ქოცების დამკვირვებელმა, თავიდან მიეცა ხმა, ლაზერმა გაატარა, ხოლო ვერიფიკაციის აპარატმა უკან გამოაბრუნა. რადგამ ხმა უკვე მიცემული ჰქონდა. ხმა ვერ მისცა, რადგან იქვე ვიდექი, მაგრამ ფაქტი ასეთი იყო. ხმამიცემული ადამიანი, ლაზერმა გაატარა. რამ არ იმუშავა მარკირების ხსნარმა თუ ლაზერმა, ეგ გასარკვევია.
?ვერიფიკაციის აპარატები საშინალდ ჭედავდა და რეგისტრატორებს უმეტესად ამომრჩევლის რეგისტრაცია უწევდათ ხელით. ზოგჯერ არასწორად ხევდნენ ჩეკს და ამის გამო ამომრჩეველს უწევდა, განცხადების დაწერა და ვერიფიკაციის თავიდან გავლა.
?ფარულობის დარღვევა. ერთ უბანზე, ცესკოს ბეიჯიანი დამკვირვებელი, რომელიც რომელიღაც ფეიკ არასამთავრობის წარმოადგენდა, შეყვა კაბინაში მოხუც ქალს და ეუბნებოდა, თუ რა შემოეხაზა. მაშინვე გამოვიყვანე კაბინიდან და ის ხმა ბათილად ვაცნობინე კომისიას, ეს ქალი გავაძევეთ, ხოლო ამომრჩეველმა ხმა თავიდან მისცა. მე შევნიშნე და კომისიის წევრებმა ვერ შენიშნეს ბეიჯიანი ქალი რომ შეყვა, ამომრჩეველს კაბინაში? ოკ.
ყველა ბიულეტენი რომელიც შედიოდა მთვლელში იყო გარჩევადი, ფურცლის მეორე მხარეს კარგად ჩანდა ვინ გააფერადა ამომრჩეველმა. განსაკუთრებით, 41-ს ჰქონდა ისეთი სტრატეგიული
მდებარეობა ფურცელზე, რომ უკეთესი არ შეიძლება. რამდენჯერმე მივუთითე რეგისტრატორსაც და კომისიის თავმჯდომარესაც რომ ისე შეეცურებინათ კონვერტში მოთავსებული ბიულეტენი მთვლელში, რომ ფარულობა არ დარღვეულიყო. ხმის მიცემის ფარულობა დარღვეული იყო ყველა უბანზე.? კარუსელი. რადგან მე მობილურ ჯგუფში ვიყავი, და ერთ უბანზე არ ვიყავი მიმაგრებული, კარუსელის ფაქტი არ აღმომიჩენია, მაგრამ სხვა დამკვირვებლები მიყვებოდნენ, მაგალითად, როგორ მისცა ერთი და იგივე ადამიანმა ხმა სამჯერ, სხვადასხვა პირადობით. ძალიან ბევრი ადამიანი დავაფიქსირეთ, პასპორტით რომ აძლევდა ხმას. ასეთი არ იყო ცოტა, იყო ძალიან ბევრი.
⭕️ საერთო ჯამში ეს იყო რთულზე რთული დღე და ალბათ, ყველაზე აღვირახსნილი არჩევნები, რომელიც ოდესმე ჩაუტარებია ხელისუფლებას. სრულიად ძალაგამოცლილი დავბრუნდი სახლში, ნაომარი და ერთადერთი რაც მინდოდა, იყო ტირილი, ტირილი უსუსურობისგან, როცა ბევრი იბრძოლე, მაგრამ ბოროტება მაინც ვერ დაამარცხე, მილიონი შეურაცხყოფის, დაღლილობის, ნერვებდაგლეჯილობის და უდიდესი ზიზღის მიღების ფასად. ეს არ იყო არჩევნების დღე, ეს იყო მაფიის ღამე, სადაც გამარჯვებული ის გამოვიდა, ვინც მეტად ივირეშმაკა.
კომენტარები