სამხედრო ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ძალიან მოკლედ და მკაფიოდ მსურს დავაფიქსირო პოზიცია დავით გარეჯთან მიმდინარე გამოძების ირგვლივ:
1. პროკურატურის ბრიფინგით ვგებულობთ, რომ საქართველოს და აზერბაიჯანს შორის არსებული შეთანხმებით საზღვრები უნდა განსაზღვრულიყო 1938 წლის მდგომარეობით;
2. სამთავრობო კომისიამ მელაშვილის და ილიჩოვას მეშვეობით (ბრძანება საიდანაც მოდიოდა გასაგებია) 2006-2007 წლებში საზღვრები შეათანხმეს 1980 წლის რუკებზე ასახული მდგომარეობით;
3. დგინდება რომ არსებობს 1938 წლის 200-იანი რუკა, რომელიც ხსენებულ კომისიის წევრებს ჰქონდათ, არ გამოიყენეს და კომისიის სხვა წევრებს დაუმალეს;
4. 1938 წლის რუკით დავით გარეჯის კომპლექსი და სხვა ტერიტორიები საერთო ჯამში 3500 ჰექტარი საქართველოს ტერიტორიაა;
5. მელაშვილის და ილიჩოვას მიერ გამოყენებული 1980 წლის რუკებით, დავით გარეჯი და სხვა ტერიტორიები ჯამში 3500 ჰექტარი აზერბაიჯანის ტერიტორიაში მოექცა;
6. ნაცები ამბობენ რომ მელაშვილი პატიოსანია, სწორად მოიქცა რომ გამოიყენა 1980 წლის რუკა და არა 1938 წლის რუკა, და პრობლემას ვერ ხედავენ, რომ მან ამით დავით გარეჯი და ჩვენი ტერიტორიების 3500 ჰექტარი აზერბაიჯანის საზღვარებში მოაქცია;
7. პროკურატურას ადანაშაულებენ ღალატში, როგორ გაბედეს გამოძიება და ეჭქვეშ დაყენება იმ საკითხისა, რომ დავით გარეჯი არის არა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არამედ საქართველოს საზღვრებში.
არაფერი დიდი გამომძიებლობა არ უნდა ამ საკითხს, რომ დაასკვნა რომ კომისიის წევრები რომლებმაც გამოიყენეს არასწორი რუკები არიან მოღალატეები. ფაქტია მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რათა ეს ტერიტორიები მოქცეულიყო აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, მათ შორის დავით გარეჯიც. შესაბამისად ყველა ის ვინც ნაცებთან ერთად ამ მარტივ ჭეშმარიტებას ვითომდა ვერ გებულობს და ნაცების ნარატივს კვერს უკრავს, არის ისეთივე მოღალატე, როგორც კომისიის ბრალდებული წევრები და მათი ქმედება არის ცალსახად მოღალატეობრივი და ანტისახელმწიფოებრივი”
კომენტარები