უკრაინამ დახმარებისთვის მიმართა გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და პუტინს შორის შეხვედრის ორგანიზებაში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ იგორ ჟოვკვამ გერმანული ტელეარხის ARD-ის გადაცემა Tagesschau-ს ეთერში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკი BIld-თან ინტერვიუში, ამბობს:
“ყველა მოლაპარაკებაზე ჩემი მიზანია რუსეთთან ომის დასრულება. კომპრომისი შესაძლებელია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ჩემი ქვეყნის ღალატი. მეორე მხარესაც უნდა ჰქონდეს კომპრომისების სურვილი – ამიტომაც ჰქვია კომპრომისი. ეს ერთადერთი გზაა ამ სიტუაციიდან გამოსასვლელად. ჩვენ ჯერ დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ, პრეზიდენტებს შორის პირდაპირი კონტაქტი არ ყოფილა. მხოლოდ ორი პრეზიდენტის პირდაპირი მოლაპარაკების შემდეგ შეიძლება დავასრულოთ ეს ომი”
კომენტარები