“ქართული მარშის” წევრი, გიორგი გაბედავა, სოციალურ ქსელში, წერს:
“⭕️⭕️⭕️❗️❗️❗️⭕️⭕️⭕️
ეხლა იდება ინფორმაციები, რომ 270 ოჯახს კომპენსაცია გადაუხადა ენკამ, 30 მილიონი დაიხარჯა და ხალხი კმაყოფილია და ასე შემდეგ. მიდის “გაპრავება” სრული სვლით, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, ჩვენი წინაპრები, აგერ უახლესი ისტორიიდან ჩვენი მეგობრები, თანამებრძოლები, ვინც ამ ქვეყნის ერთიანობას სიცოცხლე შესწირა, მათ სულებს ვაყენებთ შეურაცხყოფას, როდესაც ვყიდით მიწას. მირჩევნია ომით დავკარგო, ვიდრე გავყიდო!!! გიორგი ანწუხელიძე იმისთვის ეწამა რომ მიწა გაგვეყიდა ? გიჟი იყო და იმიტო ეწამა ? თუ სამშობლოსთვის ეწამა? პროფილის ფოტოებად კარგად აყენებთ ხოლმე გიორგის ფოტოებს, მაგრამ რეალურად სულ სხვა მსოფხედველობით მოძრაობთ…
ან წარმოიდგინეთ გიორგი მაზნიაშვილისთვის რომ გეთქვათ, აგერ მიწას ვყიდით 260 ოჯახიო, რა გულით იომებდა ამის მერე ჩვენი სამშობლოსთვის… ან ქაქუცა ჩოლოყაშვილისთვის რომ გეთქვათ, დაყარე იარაღი, აგერ კაი ფულს იხდის საბჭოთა რეჟიმი და გავყიდოთ მიწებიო. ისტორია არ გვექნებოდა და არც ერი ვიარსებებდით. აგერ დავით გარეჯა გაიყიდა, აფხაზეთი და სამაჩაბლო გაყიდა ედიკამ, კოდორის ხეობა მიშა სააკაშვილმა და გია ბარამიძემ აჩუქეს რუსებს, აქეთ რიონის ხეობა 100 წლით, ხალხო რაღა დავრჩით, მალე თბილისი დარჩება და ამ თბილისსაც რუსეთის ჯარია მომდგარი, ავტობანიდან 120 მეტრში… არავითარ შემთხვევაში არ უნდა აშენდეს ეს გიგანტური ნამახვანი ჰესი! ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა, ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ გააჩერეს ეს ჰესები, ხუდონ ჰესიც გეხსომებათ ალბათ!!! სააკაშვილსაც უნდოდა ამ ჰესების აშენება, მაგრამ მოუსწრო გაქცევის დრომ და გახარიამ დააგვირგვინა. ხოდა ვინც ამ ყველაფერს აწერთ ხელს, ნაცებო და ქოცებო, ხომ ხართ საბჭოთა კავშირის მონები? არაო არ თქვათ ეხლა, კომუნისტების პროექტია ნამოხვანიც, ხუდონიც და სხვა გიგანტური ჰესები, რომელიც არანაირ სარგებელს არ აძლევს საქართველოს!!! არა რიონის ხეობის განადგურებას!!!
არა ნამოხვან ჰესს!!!”
კომენტარები