საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, კონგრესმენები: მაიკ ტერნერი და ჯერი კონოლი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
ამერიკელი კონგრესმენები მიიჩნევენ, რომ “ჩატარებული არჩევნები, რომელმაც დემოკრატიულ პროცესებს მნიშვნელოვანი გამოწვევები შეუქმნა, საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისგან აშორებს“.
ერთობლივ განცხადებაში ყურადღება საჯარო მოხელეებზე განხორციელებულ ზეწოლასა და პოლიტიკურ ოპონენტებზე მიტანილ ანგარიშსწორებასაც ეთმობა და აღნიშნულია, რომ მოცემული ფაქტები “ავტოკრატიული ქმედებები და დემოკრატიიდან მკვეთრად გადახვევაა“.
ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებულები საქართველოში შექმნილი წინასაარჩევნო გარემოთი, რომელიც ხმების მოსყიდვით, ამომრჩეველთა დაშინებით, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებით დაირღვა.
26 ოქტომბრის არჩევნები წარმოადგენდა საქართველოსთვის ფასდაუდებელ შესაძლებლობას, დაემტკიცებინა საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ნატოსთვის და ევროკავშირისთვის, რომ საქართველო მტკიცედ რჩება ევროატლანტიკური გზის ერთგული.
სამწუხაროდ, კამპანიის მიმდინარეობისას გამჟღავნებული რიტორიკით, რომლითაც დასავლეთს უკრაინაში რუსეთის დაწყებულ აგრესიაში ადანაშაულებდა, ამასთან, “უცხოური აგენტების” შესახებ კანონმდებლობით, რომლის მიზანიც სამოქალაქო საზოგადოების ამოძირკვაა და ოპოზიციის წინააღმდეგ ძალადობრივ თავდასხმებზე პასუხისმგებლობის არარსებობით, საქართველოს მთავრობამ მსოფლიოს ევროატლანტიკური გზის ერთგულება არ დაუდასტურა.
ეს არჩევნები, რომელმაც დემოკრატიულ პროცესებს მნიშვნელოვანი გამოწვევები შეუქმნა, საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისგან აშორებს.
საჯარო სექტორის თანამშრომლებზე განხორციელებული ზეწოლა, რათა ხმა მიეცათ მმართველი პარტიისთვის, ასევე უარის თქმა, გამოიძიონ თავდასხმები პოლიტიკურ ოპონენტებზე, არის ავტოკრატიული ქცევა და მკვეთრი გადახვევა დემოკრატიიდან, რომელიც ოდესღაც საქართველოს ჰქონდა.
26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ჩვენ უნდა ვიყოთ ნათელი: ამერიკის შეერთებული შტატები და ნატოს წევრი ყველა სახელმწიფო დგას ქართველი ხალხისა და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების გვერდით”, – წერია განცხადებაში.
კომენტარები