• რეკლამა
  • კონტაქტი
08:23, სამშაბათი, 20 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კონგრესმენების საბოლოო ვერდიქტი სრულიად მკაფიოდ წარმოაჩენს “ქართული ოცნების” უუნარობას – გრიგოლ გეგელია

ალია ავტორი - ალია
17:08 08-06-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

აშშ კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 295 ხმით შეიტანა შესწორება აშშ თავდაცვის ავტორიზაციის აქტში, რაც რისკის ქვეშ აყენებს აშშ-ს მიერ საქართველოს სრუყოფილ დაფინანსებას და ზიანს აყენებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას. “ქართული ოცნების” ანტი-სახელმწიფოებრივი და მავნებლური კურსის შედეგად, საქართველოსა და აშშ-ს უაღრესად მჭიდრო და მნიშვნელოვანი პარტნიორობის ხანგრძლივ ისტორიაში პირველად შემოვიდა პირობითი დათქმები.

კონგრესმენების საბოლოო ვერდიქტი სრულიად მკაფიოდ წარმოაჩენს “ქართული ოცნების” უუნარობას, უზრუნველეყო დემოკრატიული განვითარება, საარჩევნო სისტემის ადეკვატური რეფორმირება, გამჭვირვალე და კორუფციისგან თავისუფალი სახელმწიფო და საერთაშორისო კერძო სექტორის უფლებების დაცულობა.

შედეგად, დღეს საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერის ბედი უკვე იმაზე გახდა დამოკიდებული, თუ როგორ დასკვნას გამოიტანს აშშ სახელმწიფო მდივანი, ბატონი მაიკ პომპეო საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნაზე რადიკალურად შეცვალოს დღემდე წარმოებული დესტრუქციული და ანტი-დემოკრატიული სახელმწიფო კურსი.

მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში ამგვარი პირობითობის შემოტანა “ქართული ოცნების” შეგნებული და მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგია, რომლის ერთადერთი ნამდვილი მიზანი, ფაქტობრივად, ჩვენი სახელმწიფოს სრული საერთაშორისო იზოლაციაა.

წლების მანძილზე, ამ ხელისუფლების ყველა ნაბიჯი ემსახურებოდა საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციის შელახვას. სწორედ “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში რადიკალურად შემცირდა საგარეო ინვესტიციები. დღეს სრულიად ცივილიზებული მსოფლიო ერთხმად აღნიშნავს, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ მიზანმიმართულად ჩაშალა ანაკლიის ისტორიული პროექტის მშენებლობა, რომელიც საქართველოს უსაფრთხოებას და ჩვენი ქვეყნის სამხედრო და ეკონომიკურ დამოუკიდებლობას არნახული მასშტაბებით გაზრდიდა. სამაგიეროდ, ქართული სახელმწიფოს ინტერესების შელახვის ხარჯზე, იმავე ხელისუფლებამ ხელი შეუწყო ტამანისა და ნოვოროსიისკის რუსული პორტების ეკონომიკურ სტაბილურობას.

მრავალი თვის განმავლობაში, “ქართულ ოცნებას” ჰქონდა შესაძლებლობა ადეკვატურად ეპასუხა ჩვენი ქვეყნის უახლოესი სტრატეგიული პარტნიორებისა და მეგობრების მიერ არაერთგზის გამოხატულ წუხილზე საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ნაცვლად ამისა, “ქართულმა ოცნებამ” აირჩია სიცრუის, ცინიზმის და ანტი-სახელმწიფოებრივი პოლიტიკის კურსი, რაც გამოიხატა პოლიტიკური მართლმსაჯულების უწყვეტ წარმოებასა და კორუფციის აყვავებაში, თავისუფალი მედიის სხვადასხვა ფორმით შევიწროებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების ნგრევაში.

დღეს სრულიად აშკარაა როგორც საგარეო, ასევე საშინაო ვერდიქტი — “ქართული ოცნების” მავნებლური პოლიტიკა უნდა დასრულდეს, რათა დაუყონებლივ შეწყდეს საქართველოს ეროვნული ღირსების, საერთაშორისო რეპუტაციის, ეკონომიკური განვითარების და მომავლის პერსპექტივის სრული გაჩანაგება, რასაც დღეს “ქართული ოცნების” ხელისუფლება ეწევა.

თეგები: გრიგოლ გეგელიალელო საქართველოსთვის

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ტერიტორიაზე სკოლის მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ტური ჩატარდა
ახალი ამბები

„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ტერიტორიაზე სკოლის მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ტური ჩატარდა

18:49 05-19-2025
ლიბერთიმ, ‘Signify’-სთან ერთად ხელმოწერის გაციფრულების სერვისი დანერგა
ახალი ამბები

ლიბერთიმ, ‘Signify’-სთან ერთად ხელმოწერის გაციფრულების სერვისი დანერგა

17:02 05-19-2025
თიბისის მხარდაჭერით მზიურის ღია კინოჩვენებების მე-10 სეზონი იწყება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით მზიურის ღია კინოჩვენებების მე-10 სეზონი იწყება

15:38 05-19-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved