გუშინდელ შეთანხმებას პოლიტიკურად სადავო პატიმრებთან დაკავშირებით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში განსხვავებული განმარტებები მოჰყვა.
„ქართულ ოცნებაში“ საუბრობენ, რომ შეხვედრაზე განისაზღვრა მართლმსაჯულებაში პოლიტიკის ჩაურევლობა და კონკრეტულ გვარებზე საუბარი არ ყოფილა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ოპოზიციის მიერ გაჟღერებულ „ტყუილზე“ საუბრობს.
„როდესაც შეთანხმება იმაზე დგება, რომ პოლიტიკა არ უნდა ჩაერიოს მართლმსაჯულებაში, გამოხვიდე და უკუღმა თქვა, რომ პოლიტიკა ჩაერევა მართლმსაჯულებაში, ასეთი ტყუილი არ უნდა იკადრო.
გუშინ ოპოზიციის ნაწილმა მოიტყუა და თქვა, რომ პერსონიფიცირებულად ამ ადამიანებზე შედგა რაღაც შეთანხმება, ეს იყო ტყუილი და ეს არ უნდა იკადრონ. რაც უნდა მიზანი ჰქონდეთ, ასეთი ტყუილი წინ დახვდებათ. მსგავს თემებზე საუბარი არ ყოფილა. ამის იქით ინფორმაციას ვერ მოგცემთ, რაც არ უნდა სცადოთ“
კომენტარები