ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ გენერალური მდივანი, გიორგი გუგავა.
ვირმა რა იცის, ხურმა რა ხილიაო, უცებ ეს ანდაზაზე გამახსენდა. ვინ ეკითხება ღარიბაშვილს, რა დაშალოს და რა შექმნას? ისიც არ იცის, ხვალ კვლავ იქნება თუ არა პრემიერ–მინისტრი. ჩვეულებრივი მარიონეტია, რასაც ეტყვის ივანიშვილი, იმას აკეთებს სიტყვაშეუბრუნებლად. ხომ ნახეთ ბერმუდის სასამართლოში ღარიბაშვილზე რომ ჰკითხეს ივანიშვილს, რა უპასუხა? ფაქტიურად, აღიარა, რომ მას პირადი მდივნის ფუნქციები ჰქონდა შეთავსებული. ვერც იურისპრუდენციაში ერკვევა და ვერც ფინანსებშიო, თქვა და ასეთი კაცი დაგვისვა პრემიერ–მინისტრად.
კაცს, რომელიც ფინანსისტად არ ვარგა, მთელი ქვეყნის ეკონომიკა და ფინანსები სამართავად ჩააბარა. საკუთარი ფინანსები არ ანდო სამართავად და მთელი ქვეყნის მართვა ჩააბარა. გაგიგიათ ასეთი და სადმე გსმენიათ? კონკრეტული საქმეების საკეთებლად სჭირდება ივანიშვილს, მერე ამოარტყამს ჭიტლაყს, როგორც სჩევია და როგორც სხვებს და ერთხელ ღარიბაშვილსაც გაუკეთა და მოიშორებს თავიდან.
დამოუკიდებელი როდესაც არ არის პოლიტიკოსი და მით უფრო, ქვეყნის ლიდერად წოდებული, ის ვერანაირ რეფორმას ვერ გაატარებს ვერც ერთ სფეროში. ირაკლი ღარიბაშვილის გატარებული რეფორმები ვნახეთ, როდესაც პირველად იყო პრემიერი და თან 300 მილიონი გააყოლეს ხელთ მან და მისმა სანათესაო კლანის წევრებმა. ეს მარტო ჩემი აზრი კი არ არის, ეს თავად ივანიშვილმა განაცხადა მის სანათესაოს კორუმპირებულობასთან დაკავშირებით.
ჩვენ ვუყურებთ, დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები როგორ იპარავენ ბიუჯეტიდან მილიონებს, ითვისებენ სახელმწიფო ქონებას და ამის გამო მათ პასუხს არავინ სთხოვს. 40 000 გადაიხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა ნიუ–იორკში მგზავრობაში, როდესაც გაერო–ს ასამბლეას დაესწრო, ძვირადღირებულ სასტუმროში ცხოვრობდნენ ის და მისი ამალა და არ დაუკლიათ არაფერი. შეგახსენებთ, თავდაცვის სამინისტროდან აორთქლებულ 750 მილიონ ლარს, ყალბი აქციზებით შემოტანილი ნავთოპროდუქტებს, რომლითაც 700 მილიონი ლარი დაუმალეს სახელმწიფოს, გრიგოლეთში ორმხრივი ავტობანი უნდა გაკეთებულიყო და 700 მილიონი ლარი გაქრა ამ საქმიდან.
არა ერთი ასეთი კორუფციული სქემა გვახსოვს ბოლო წლებში, რომელთა მეშვეობითაც ასეულობით მილიონი მოიპარეს. ამ ყველაფერზე პასუხი არავის უგია.“
კომენტარები