ალტინფოს ერთ-ერთი ლიდერის კონსტანტინე მორგოშიას თქმით, „კონსერვატიული მოძრაობის“ წევრები რუსეთში გაემგზავრნენ. მოსკოვში გამართული შეხვედრების მთავარი თემა კი, რუსეთ-საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლისა და ფრენების აღდგენა იქნება.
„მოსკოვში წავიდნენ პარტიის თავმჯდომარე გიორგი ქარდავა და გენერალური მდივანი შოთა მარტინენკო. იქ რამდენიმე დღეს დაყოფენ და პოლიტიკოსებს შეხვდებიან. მთავარი საკითხები იქნება რუსეთ-საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლისა და პირდაპირი ფრენების აღდგენა.
„ალტ-ინფო“ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დასტაბილურების ერთ-ერთი გადამწყვეტი რგოლია. რუსეთში გაცილებით სიმპათიებს იწვევს ახლანდელი ხელისუფლება, ვიდრე წინა ხელისუფლებები. იგივე ის, რომ სანქციებს არ შეუერთდნენ და ცდილობენ, ევროპელებისგან მოხვეული უაზრო რიტორიკა თავზე არ მოიხვიონ“, – განაცხადა კონსტანტინე მორგოშიამ „ტვ პირველთან“ საუბრისას.
კომენტარები