ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი:
“გენიოსმა იმედმა “ფარული ჩანაწერი“ დადო, გიგა მაქარაშვილი24–ში არეულობას აპირებსო.
ვიდეოში მაქარაშვილი ამბობს, ევროკავშირის გადაწყვეტილების შემდეგ მოხდება აქციის მობილიზება და შემდეგ გადავწყვეტთ, ვიშლებით თუ ესენი უნდა გაყაროთო. თუ ბევრი ხალხი იქნება, დიდ რაოდენობას ვერცერთი პოლიცია ვერ დაუდგება წინო. ანუ, ქოცები თვლიან, რომ აი ძაააალიან დიდი რამე აღმოაჩინეს და ახლა ძალიან დააკომპლექსებენ ვინმეს. სამშობლოს მოღალატე ნაძირლებო, ყველა კუთხე კუნჭულში, თუკი სადმე ვინმე მხვდება, ყველა იმას მეკითხება, ამათ როდის დავამხობთ და მოვიშორებთო თავიდან. თქვენ უკვე ისეთი ზღვარი გადალახეთ, თქვენი არდამხობაა სამშობლოს ღალატის ტოლფასი დანაშაული და არა თქვენი დამხობა. კონსტიტუცია დახიეთ, ქვეყანა რუსეთში მიგყავთ, მომავალი მოუსპეთ და აღარც გაგყაროთ თქვე ძუნკლიანო მაიმუნებო?
ოცნება უნდა წავიდეს რაც შეიძლება სწრაფად. რიგგარეშე არჩევნები, კოალიციური მთავრობა, დემოკრატიული რეფორმების დაწყება სასწრაფოდ, წლის ბოლომდე. წინააღმდეგ შემთხვევაში მომავალ წელს ამ დროს საქართველო, როგორც სახელმწიფო შეიძლება აღარ იყოს. როგორ მივაღწევთ ამას? უწყვეტი პროტესტით. ერთადერთი მოთხოვნით – რიგგარეშე არჩევნები. არანაირი სისტემის შეცვლის მოთხოვნას, ბარიერებზე ვაჭრობას და პროპორციულზე ვაჭრობას ახლა არ აქვს აზრი. ოცნება ნებისმიერი სისტემით წააგებს რიგგარეშე არჩევნებს. ეს ბოლო რაც ვთქვი, ოპოზიციის გასაგონად ვთქვი. ვინც ახლა კობახიძესთან ბარიერზე და სისტემის შეცვლაზე მოლაპარაკებებს და ვაჭრობას აპირებთ, თქვენც გაყვებით უკან ოცნებას მოუსავლეთში.”
კომენტარები