ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა „ტვ პირველს“ განუცხადა:
“პრეზიდენტი ძალიან კარგ საქმეს აკეთებს, რომ საქართველოს სტატუსი მიენიჭოს. ახლა კი ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა უკმაყოფილოა პრეზიდენტის ამ წარმატებული აქტივობების. ამიტომაც დაიწყეს, ვიტყოდი, ანტიეროვნული და სულელური ნაბიჯების გადადგმა. ახლა ჩავხედე საქართველოს კონსტიტუციას, პარაგრაფი 49, რომელიც ამბობს, რომ პრეზიდენტი წარმოადგენს საგარეო ურთიერთობებს და პარაგრაფი 52. ჩემთვის აშკარაა, ვინ არღვევს კონსტიტუციას, ეს არის მთავრობა და მმართველი პარტია. ეს არა მხოლოდ კონსტიტუციას, არამედ ეროვნული ინტერესების დარღვევაცაა. არა ზურაბიშვილი, არამედ „ქართული ოცნება“ ახდენს საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟს. ამ ინიციატივით აჩვენებენ, რომ ევროპული პოლიტიკური კოალიციები მათთვის მისაღები არ არის. ისინი არ მოქმედებენ ევროპულად და თავს ესხმიან პრეზიდენტს, რომელიც ცდილობს, საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. მთავრობა კი ყველაფერს საწინააღმდეგოდ აკეთებს. კრემლი კი ბედნიერია.”
კომენტარები