მედიცინის დოქტორი, ენდოკრინოლოგი, ლაშა უჩავა, სოციალურ ქსელში, წერს:
“მოკლედ, არ დამიწერია და ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო, უბრალოდ გარკვეული ეჭვები გამიჩნდა, ნოემბრის ბოლოს ვიყავი კორეაში, სადაც ტარდებოდა დიაბეტოლოგთა მსოფლიო, საერთაშორისო კონგრესი, როდესაც აეროპორტში ჩავედით, ყველას შეგვავსებინეს კითხვარი, გვქონდა თუ არა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ტემპერატურა, ყელის ტკივილი ან ხველა, საბაჟოზე ყველა გაგვატარეს თერმოსკრინინგის აპარატში და თუ ვინმეს რეისზე ჰქონდა აღნიშნული სიმპტომატიკა ან ტემპერატურა ხსნიდნენ რეისიდან, რაც ეხლა, დღეს მაფიქრებინებს, რომ გარკვეული ინფორმაცია უკვე ჰქონდა კორეას და შესაბამისად ამიტომ ხდებოდა მსგავსი ტიპის შემოწმება
მაგრამ, მაშინ წარმოვიდგენდი?”
კომენტარები