ანთიმოზ ბიჩინაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
12 დღე ”კორონა”-ღამურას ჯოჯოხეთში
ერთი წელი მონასტრის სენაკიდან თითქმის არ გავდიოდი, მაინც ვერ გადავურჩი.
გულში ლოცვა მქონდა-იესოს მოკლე ლოცვა, რომელიც დავკარგე. ლოცვის თქმას, რომ დავაპირებდი უზარმაზარი წინააღმდეგობა მხვდებოდა, ტვინი და გონება გათიშული იყო, სიზმრები კოშმარი, ერთ რაღაცას ამოიჩემებდა და ასჯერ ატრიალებდა. აშკარად დავრწმუნდი: ეს არის ხელოვნური ვირუსი. მეგონა თავს ვერ დავაღწევდი და მადლობა ლევან რატიანის კლინიკას! მადლობა ჩემ პირად ექიმს, ქალბატონ ხათუნა ლეჟავას, რომელიც ეპისკოპოსის და ჩემი ძველი მეგობრის მეუფე ექვთიმეს ძმიშვილი აღმოჩნდა. კლინიკაში იყო საოცარი სისუფთავე, სამჯერ კვება, რომელსაც კარგი ხელი ეტყობოდა. გონება ჩვეულებრივ რიტმს უბრუნდება. მგონი, გადავარჩი.
არქ. ანთიმოზ ივერიელი”
კომენტარები