COVID-19-ისა და გრიპის ვირუსის ერთმანეთისგან ტესტის გარეშე გარჩევა შეუძლებელი იქნება”- ამის შესახებ report.ge-ს იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განუცხადა.
” კორონასა და გრიპის ვირუსის ერთმანეთისგან გარჩევა შეუძლებელი იქნება. სიმპტომები რესპირაციულ დაავადებებს ერთნაირი აქვთ, შესაძლოა იყოს პათოკნოლური ნიშნები გემოსა და ყნოსვის დაქვეითება, მაგრამ კორონავირუსით ინფიცირებულთა მხოლოდ დაახლოებით 40%-მდე პაციენტებში ვლინდება ეს ნიშნები. ამიტომ ნებისმიერ კორონავირუსის სიმპტომიან ადამიანს უნდა ქონდეს სახელმწიფოსგან შესაძლებლობა, რომ გაიკეთეოს COVID-19-ზე უფასო, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული, PCR ტესტი”
კომენტარები