კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევები ჩინეთში დადასტურებული არ არის. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა „იმედის“ ეთერით ისაუბრა:
„მოკლედ განვმარტავ, რომ ჩინეთში ბოლომდე არ იციან, რეინფიცირება იყო თუ არა ბოლომდე განკურნებული პაციენტი იყო და რეციდივი მოხდა. იმიტომ რომ იქ, ყველას ტესტირებას ვერ უკეთებდნენ. ის პაციენტები გაეწერნენ ისე, რომ მათ, აი ის, რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ, რომ ორი თანმიმდევრული გამოკვლევის პასუხი უნდა იყოს უარყოფითი და მხოლოდ მერე ვამბობთ, რომ პაციენტი გამოჯანმრთელდა. ჩინეთში ძალიან ბევრი კლინიკურად რომ გამოჯანმრთელდა გაწერეს. ამიტომ არ ვიცით, შეიძლება ის დარჩა ვირუსის მატარებელი და მოხდა რეციდივი. ან შეიძლება რეინფიცირებაც მოხდა.
ვარაუდობენ, გამომდინარე კორონავირუსის სპეციფიკიდან , რომ ის რაღაც იმუნიტეტს დატოვებს. სულ ისე, რომ კორონავირუს გადატანილ პაციენტს იმუნიტეტი არ ჰქონდეს არ იქნება, მაგრამ ეს იმუნიტეტი არ იქნება მყარი, იქნება ნაწილობრივი. მყარ იმუნიტეტს იძლევა წითელა, მაგალითად. ერთხელ დაგემართება და მერე ძალიანაც რომ მოინდომო ვერ დაიმართებ. აი გრიპი, მაგალითად, იძლევა ნაწილობრივ იმუნიტეტს. ის შეიძლება გადაიტანო და მერე კიდევ მეორედ დაგემართოს, მაგრამ მეორედ რომ დაგემართება, დიდი ალბათობით მსუბუქად დაგემართება. გრიპის იმუნიტეტი იცავს ადამიანს არა 100%-ით, არამედ 60%-ით. ასეთს ველით კორონავირუსისგან.
ისევ ასაკოვანი ადამიანები შეადგენენ მაღალი რისკის ჯგუფს ლეტალური გამოსავლის საფრთხის თვალსაზრისით. აი ამას მივაქციოთ ყურადღება, არა დამართების, გადადების, არამედ ლეტალური გამოსავლის თვალსაზრისით. ის შეიძლება ერთნაირი სიხშირით დაემართოს ახალგაზრდას, ასაკოვანსაც. ითვლება, რომ 15 წლის ქვემოთ იშვიათად ემართება, მაგრამ 15 წლით ზემოთ შეიძლება თანაბრად დაემართოთ, თუმცა სიკვდილობაა მეტი ასაკოვნებში. 80 წელს გადაცილებულებში არის 15%, 70-80-მდე 8%, 60-70-მდე 5% და 50-ს ქვემოთ მხოლოდ 0,6%. ბავშვებში საერთოდ ერთეული შემთხვევებია სიკვდილის“,
კომენტარები