დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე კორონავირუსთან დაკავშირებით, ტვ 1-ში განცხადებას აკეთებს:
ჩინეთის გარდა სხვა ქვეყნებში გავრცელების შემთხვევები დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოიქცევიან ეს ქვეყნები და რამდენად შეძლებენ ვირუსის შეკავებას. იმის გამო რომ ირანში კორონავირუსის შემთხვევები მატულობს, რისკი და მზაობა მეტია, რომ საქართველოშიც გამოჩნდეს დაავადებული.
სიტუაცია ძალიან სწრაფად იცვლება მსოფლიოში. ირანის შემთხვევები ჩვენ დამატებით რისკის ზონად გვაქცევს, იმიტომ რომ ირანი უკვე მეზობელი ქვეყანაა და საკმაოდ დიდი ურთიერთობები გვაქვს…. ირანში როგორ განვითარდება სიტუაცია ამას გვიჩვენებს უახლოესი დღეების განმავლობაში ინფორმაცია როგორი იქნება, როგორი იქნება გახსნილობა, რას გააკეთებენ კოლეგები ამ ქვეყანაში. მათ აქვთ საკმაოდ მძლავრი სიტემა, დიაგნოსტიკის თვალსაზრისითაც საკმაოდ კარგი აქვთ, მაგრამ მთავარია ღიაობა და როგორ აჩვენებენ ისინი მთელ მსოფლიოს თუ რას აკეთებენ ადგილზე იმისათვის, რომ იქ მოახდინონ ვირუსის მაქსიმალური შეკავება.
2005 დაღუპულზე უკვე 25 ათასი გამოჯანმრთელებული მოდის. აქედან გამომდინარე ეს დაავადება რა არის ასეთი საპანიკო, სასიკვდილო დაავადება, რომელიც ისმის ხოლმე ასეთი დამაშინებელი ინფორმაცია. დაავადება ახალია და აქედან გამომდინარე მასზე ბევრი რამე არ არის ცნობილი, მაგრამ ლეტალობა აქვს დაახლოებით პანდემიური გრიპივით, რომელიც 2009-10 წლებში გავრცელდა დედამიწაზე და მით უმეტეს თუ გავითვალიწინებთ, რომ მსუბუქი შემთხვევების დიაგნოსტიკა ბოლომდე არსად არ ხდება”
დღეს, NCDC-ის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საგანგებო პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს თხოვა, ნუ უწოდებენ კორონავირუსს სასიკვდილო და მკვლელ ვირუსს. მან მედიას მოუწოდა, მოსახლეობას სწორი ინფორმაცია მიაწოდონ.
შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლის მონაცემებით, მსოფლიოში დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 77 150 შემთხვევა. გარდაიცვალა 2592 და გამოჯანმრთელდა 24 734 ადამიანი.
შეგახსენებთ, ინფორმაცია, რომ კორონავირუსი არ არის სასიკვიდილო – საქართველოს ჯანდაცვამ გაავრცელა მას შემდეგ, რაც ე.წ. “მწვანე ზონაში” აღარ ვართ და ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც გავრცელდა ვირუსი, რომლისგანაც უკვე ათასობით ადამიანი დაიღუპა.
კომენტარები