ჩინეთში თანამდებობის პირებს იმის გამო სჯიან, რომ მათ ვერ მოახერხეს რეგულაციების დაცვა, რამაც დაახლოებით 900 მდე ადამიანის დაინფიცირება გამოიწვია ქვეყნის მასშტაბით. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ექვსი პაციენტი კრიტიკულად მძიმეა და რომელიმე მათგანის გარდცვალების შემთხვევაში, ეს იქნება ჩინეთში კოვიდენფექციით პირველი გარდაცვალების შემთხვევა ბოლო 6 თვის განმავლობაში.
შექმნილი სიტუაციის გამო უკვე დასჯილია 30 ოფიციალური პირი დაწყებული მერიიდან საავადმყოფოების დირექტორით დამთავრებული.
მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის მოსახლეობის უმრავლესობა აცრილია, ხელისუფლება ბოლომდე მაინც არ ეყრდნობა ვაქცინებს და აპირებენ ჩაკეტვას ვირუსის ბოლომდე გასაქრობად.
კომენტარები