მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ტენდროს ადჰანომ გებრიუსის თქმით, კორონავირუსი დიდი საფრთხეა მთელი მსოფლიოსთვის. მან ამის შესახებ შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც 400-ზე მეტი მკვლევარი და ექსპერტი ესწრებოდა.
„შემთხვევების 99% ჩინეთში ფიქსირდება, რაც საგანგებო მდგომარეობაა ამ ქვეყნისთვის, მაგრამ ვირუსი ძალიან დიდი საფრთხეს წარმოადგენს მთელი დანარჩენი მსოფლიოსთვის. ახლა მთავარია სოლიდარობა, სოლიდარობა და სოლიდარობა… ამ ეპიდემიის დასამარცხებლად საჭიროა ინფორმაციის ღიად და სამართლიანად გაზიარება“, – განაცხადა ადჰანომ გებრეისუსმა.
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 1013-ს გადააჭარბა.
კომენტარები