ერთ წელზე მეტია, რაც ჩინეთში, უჰანის ზღვის პროდუქტების ბაზარში მომუშავე ადამიანები “იდუმალი პნევმონიით“ დაავადდნენ, მალე კი მისი გამომწვევი კორონავირუსი მთელ მსოფლიოს მოედო. მეცნიერები დღემდე აგროვებენ ცნობებს SARS-CoV-2-ის შესახებ.
აღნიშნული საკითხი ჩინეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობის უკიდურესად გამწვავების მიზეზი გახდა, ამერიკა ითხოვს გამოძიებას და დადგენას, როგორ გავრცელდა ვირუსი.
2021 წლის 14 იანვარს ჩინეთის ქალაქ უჰანში ჩავიდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფი, 17-კაციანი შემადგენლობით, რათა გამოეკვლიათ კორონავირუსის წარმოშობის და მისი ადამიანში გავრცელების გზა.
ექსპერტები აგრძელებენ მუშაობას. ამ ეტაპზე ჯანმოში ყველაზე სარწმუნოდ მიაჩნიათ მოსაზრება, რომლის თანახმადაც, კორონავირუსის ღამურებიდან ადამიანზე გადაცემა სხვა ცხოველის საშუალებით მოხდა. “ჯანმო” აღნიშნავს, რომ ვირუსის ლაბორატორიიდან გაჟონვის ვერსია “უკიდურესად ნაკლებად სავარაუდოა.”
4 თეორია კორონავირუსის გაჩენისა და გავრცელების შესახებ
1. Associated Press-ის ინფორმაციით, ესქპერტთა ჯგუფი მუშაობს რამდენიმე თეორიაზე, რომელთა შორისაც ერთი ყველაზე სარწმუნოდ მიაჩნიათ, ორი – შესაძლებლად, ხოლო ერთი “ნაკლებ სავარაუდოდ”.კორონავირუსის ღამურებიდან ადამიანზე სხვა ცხოველის საშუალებით გადაცემა ყველაზე სარწმუნო სცენარია.
2. ზოონოტიკური თეორია – კორონავირუსი პირდაპირ ცხოველიდან, სავარაუდოდ, ღამურიდან გადავიდა ადამიანზე. ამ თეორიაზე ჯანმოში ამბობენ, რომ ის “დასაშვებია.”
3. გაყინული საკვები – ამ თეორიის თანამხად, SARS-CoV-2 შესაძლოა, ადამიანის ორგანიზმში მოხვდა გაყინული და უკვე საჭმელად არავარგისი საკვებით. ასე შესაძლოა, ვირუსი ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილიყო ცხოველთან პირდაპირი შემხებლობის გარეშე. აღნიშნულ თეორიასაც მეცნიერები “შესაძლოს” უწოდებენ.
4. ვირუსის ლაბორატორიიდან გავრცელების თეორია – ეს არის თეორია, რომელსაც “ნაკლებად სავარაუდოს უწოდებს “ჯანმო.
“ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს მისია ყველა კითხვაზე პასუხს ვერ ნახავდა. თუმცა მან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიპოვა, რაც კოვიდ 19-ის ვირუსის წარმოშობის ახსნასთან გვაახლოებს”, – განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა.
კოლუმბიის უნივერსიტეტის ინფექციისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორი, იან ლიპკინი კი ABC-სთან ამბობს, “ძალიან რთულია აღდგეს სრული სურათი იმისა, თუ როგორ დაიწყო ეპიდაფეთქება. “შესაძლოა, ზუსტი პასუხი ვერასდროს გავიგოთ.”
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენის თქმით, იმ ფაქტმა, რომ ჩინეთმა მსოფლიო ჯანდაცვის ექსპერტებისთვის კორონავირუსის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია შეზღუდა, პანდემია გააუარესა.
“ჩინეთმა არ მისცა საერთაშორისო ექსპერტებს წვდომის საშუალება და არ გაუზიარა ინფორმაცია რეალურ დროში, იმისთვის, რომ ჭეშმარიტი გამჭვირვალობა უზრუნველყოფილიყო. შედეგად, ვირუსი უფრო სწრაფად გახდა უკონტროლო და ვფიქრობ, ბევრად უფრო უარესი შედეგები მივიღეთ. ჩვენ სრულად უნდა გავიგოთ, რა მოხდა, იმისთვის, რომ რაც შეიძლება საუკეთესო სურათი გვქონდეს, რათა ეს აღარასდროს განმეორდეს. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვჭირდება ამ საკითხის ფსკერამდე ჩასვლა““- განაცხადა ბლინკენმა NBC– სთან ინტერვიუში.
წყარო – abcnews.com
კომენტარები