ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო თავის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებსა და მედიას ადანაშაულებს, რომ ისინი მოქალაქეებს კორონავირუსის საფრთხეების შესახებ მიზანმიმართულად ატყუებენ. ბოლსონარო ვირუსის პრევენციის მიზნით ბრაზილიაში მკაცრი ზომების შემოღებას ეწინააღმდეგება, დაავადებას „უბრალო გრიპს“ უწოდებს, კორონავირუსის გარშემო შექმნილ „ისტერიას“ ეჭვის თვალით უყურებს და ხელოვნურს უწოდებს.
„კორონავირუსთან დაკავშირებით, ხალხი მალე დაინახავს, რომ ხელისუფლებებმა და მედიის დიდმა ნაწილმა მოატყუეს“, – აღნიშნა ბოლსონარომ.
ცნობისთვის, ბრაზილიაში კორონავირუსის 1600-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი და გარდაცვლილია 25 პაციენტი.
კომენტარები