ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთა რაოდენობით კვლავ აჭარა ლიდერობს.
“ბოლო 24 საათში საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევიდან 360 აჭარაში აღირიცხა, 57 – თბილისში, 22 – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 11 – იმერეთში, 6 – ქვემო ქართლში, 6 – კახეთში, 5 – გურიაში, 3 – მცხეთა-მთიანეთში, 1 – სამცხე-ჯავახეთში” – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
კომენტარები