ბოლო 24 საათში დაგვემატა 11 შემთხევვა და დღეს დილისთვის არის COVID19-ის 604 დადასტურებული შემთხვევა. აქედან 10 პაციენტის დაინფიცირების წყარო ბოლნისია, ერთი პაციენტის წყაროს მოძიება გრძელდება, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსი 604 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 240 უკვე გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა.
კარანტინის რეჟიმშია 4887 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 500. ინფექციას სულ 9 ადამიანი ემსხვერპლა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
კომენტარები