ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, კორონავირუსის ბრიტანული შტამი კიდევ ორ ქვეყანაში აღმოაჩინეს. ქვეყნების საერთო რაოდენობამ, სადაც VOC 202012/01 შტამი დაფიქსირდა, 132-ს მიაღწია.
გარდა ამისა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში COVID-19-ის სამხრეთ აფრიკული შტამი გამოვლენილია კიდევ ორ ქვეყანაში, საერთო ჯამში ახალი შტამი 82 ქვეყანაში აღმოაჩინეს.
იმავე პერიოდში P.1 მუტაციის გავრცელება, რომელიც მანამდე იაპონიასა და ბრაზილიაში დაფიქსირდა, შვიდი ქვეყნით გაიზარდა და 52 შტატში მიაღწია.
კომენტარები